ზეინ მალიკი
ზეინ ჯავად მალიკი (ინგლ. Zain Javadd Malik, /ˈmælɪk/, ურდუ زین جواد ملک; დ. 12 იანვარი, 1993), ცნობილი სასცენო სახელით, როგორც ზეინი — ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი.
ზეინ მალიკი | |
---|---|
მალიკი 2015 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ზეინ ჯავად მალიკი |
დაბ. თარიღი | 12 იანვარი, 1993 |
დაბ. ადგილი | ბრედფორდი, უესტ-იორკშირი, ინგლისი |
ეროვნება | პენჯაბელები |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
აქტიური | 2010-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | inzayn.com |
ზეინ მალიკი ვიკისაწყობში |
ზეინ ჯავად მალიკი დაიბადა 1993 წლის 12 იანვარს ბრადფორდში, უესტ-იორკშირში, ინგლისში.[1][2] ზეინის მამა იასერ მალიკი ბრიტანელ-პაკისტანელია, ხოლო დედა და ტრიშა ბრანან მალიკი ინგლისელი და ნაწილობრივ ირლანდიური წარმოშობისაა. მალიკის დედამ ქორწინებამდე მიიღო მეუღლის რელიგია, ისლამი.[3][4] მალიკს ჰყავს ერთი უფროსი და დონია და ორი უმცროსი და ვალია და საფაა.[5][6]
2010 წელს მალიკმა მონაწილეობა მიიღო ბრიტანულ მუსიკალურ კონკურსში „იქს ფაქტორი“. მას შემდეგ, რაც იგი ვერ გადავიდა მეორე ტურიდან შემდეგ ეტაპზე, ის და სხვა ოთხი მონაწილე ბიჭი აქციეს ერთ ჯგუფად სახელწოდებით One Direction. მალიკმა ჯგუფი 2015 წლის 25 მარტს დატოვა და კონტრაქტი გააფრომა RCA Records-სთან.
2016 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი „Mind of Mine“. ალბომში შევიდა სინგლი „Pillowtalk“, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალიკი გახდა პირველი ბრიტანელი მუსიკოსი კაცი, რომელმაც სადებიუტო სინგლითა და სადებიუტო ალბომით ერთდროლად მოახერხა პირველი პოზიციის დაკავება ამერიკულ და ბრიტანულ ჩარტებში. მალიკმა მიიღო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ამერიკული მუსიკის ჯილდო, ბილბორდის მუსიკალური და MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდოები.
დისკოგრაფია
რედაქტირება- „Mind of Mine“ (2016)
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | სათაური | როლი | შენიშვნები |
---|---|---|---|
2012 | „iCarly“ | თვითონ | ეპიზოდური როლი (S6E2) |
2013 | „One Direction: This Is Us“ | თვითონ | |
2014 | „Where We Are – The Concert Film“ | თვითონ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ზეინ მალიკი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ზეინ მალიკი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Mahmood, Shabnam. (19 დეკემბერი, 2013) Mum Direction: Zayn Malik's mother on raising a pop star. BBC News. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2015.
- ↑ Clayton, Emma (5 October 2010). „East Bowling teenager Zain Malik makes it to finals, but Bradford girl band Husstle bow out“. Bradford Telegraph & Argus. Newsquest Media Group. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ mirror Administrator. (15 აპრილი, 2012) One Direction: Meet the mums who made 1D the men they are now – 3am & Mirror Online. mirror. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2015.
- ↑ 29 ივლისი, 2011, Zayn Malik, Twitter
- ↑ Liz Thomas (29 მარტი, 2012). „Beatlemania takes a whole new Direction! Thousands gather in Montreal to catch a glimpse of the band“. Daily Mail. London. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Who Are Zayn Malik's Sisters? They're Big One Direction Fans, But Their Bro Is Not Necessarily Their Favorite Member. Bustle.com (21 January 2015). ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2017.