ზეინეფ გედიზლიოღლუ

თურქი კომპოზიტორი

ზეინეფ გედიზლიოღლუ (თურქ. Zeynep Gedizlioğlu; დ. 4 დეკემბერი 1977, იზმირი, თურქეთი) — თურქი კომპოზიტორი.

ცხოვრობს სტამბოლსა და ბერლინში. 2012 წელს, „მუსიკაში ნობელის პრემიად“ აღიარებული ერნსტ-ვონ-სიმენსის ახალგაზრდა კომპოზიტორის პრემია მიიღო.[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1977 წელს იზმირში. დედამისი მსახიობი შაჰიქა თექანდი, მამა კი არქიტექტორი ლევენთ გედიზლიოღლუ იყო.[2] მუსიკას 11 წლის ასაკში, კონსერვატორიაში დაიწყო.[3] საშუალო განათლების მიღების დროს, სტამბოლში მიმარ სინანის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის დეპარტამენტში, ჯენგიზ თანჩთან ერთად პირველი კომპოზიციების შედგენა დაიწყო. ილჰან უსმანბაშისგან, ერჩივან საიდამისგან, ბაბიურ თონგურისგან, მელიჰა დოღუდუიალისგან და ჰასან უჩარსუსგან გაკვეთილებიც მიიღო.[4] 2000 წელს, კონსერვატორია წარმატებით დაამთავრა.

აკადემიური სწავლა გერმანიასა და საფრანგეთში გააგრძელა. გასული 2000—2012 წლებში მოპოვებული სტიპენდიებით და დაწერილი კომპოზიციებით, დამოუკიდებელი კომპოზიტორი გახდა.[4] ვოლფრანგ რიჰმთან, ივან ფიდელესა და თეო ბრენმიულერთან კომპოზიტორობას, დენიელ ტერუჯისა და ფრანსუა დონატოსთან ელექტრონულ მუსიკას სწავლობდა. 2009 წელს ვოლფგანგ რიჰმთან ერთად, „Hochschule für Musik Karlsruhe“-ის სახელით ცნობილი საგანმანათლებლო პროექტი დაასრულა. 2010-2011 წლებში, პარიზის მუსიკისა და აკუსტიკური კვლევის IRCAM-ის ცენტრში საკონცერტო-ელექტრონულ და ელექტროაკუსტიკულ ნამუშევრებზე მუშაობდა.

ზინეფის ნაწამოებები თურქეთისა და ევროპის წამყვან რადიოებსა და ტელევიზიებში გახმოვანდა, როგორიცაა SR2 Kultur Radio, Açık Radyo, TRT 3–TRT 2, Radio France-France Musique, SWR2, dradio (Deutschlandradio), SRF 2 და OE1 ORF, ხოლო გახმოვანებული ნაწარმოებები იყო: Arditti Quartet, Ensemble Modern, ensemble recherche, Neue Vocalsolisten Stuttgart, Accroche Note, Ensemble Orchestral Contemporain, Xenia Ensemble, Orchestre National de Lorraine, SWR სენფონიურო ორკესტრი და Navarra სენფონიურო ორკესტრი.[5]

გამორჩეული ნაწარმოებები

რედაქტირება
  • 1995: Kusku for piano
  • 1996: Untitled I for piano
  • 1997: Untitled II for piano
  • 1998: Studies, octet for two flutes, two oboes, two clarinets and two bassoons
  • 1999: Studies, composition for string quartet
  • 2000: Player
  • 2001: Vier Stücke für Oboe, Klarinette und Fagott
  • 2002: Rufe for clarinet solo
  • 2002: Atemlos for electronics
  • 2002: Blank blank blank, blank for voice solo
  • 2003: Pentagramme for piano
  • 2003: Die Tat for electronics
  • 2004: Evokation for 11 winds
  • 2005: Dialogo a tre for recorder, violin and cembalo
  • 2006: Ungleiche Gleichungen for clarinet and violoncello
  • 2006: Yol for clarinet, vibraphone, violin, violoncello and piano
  • 2007: Akdenizli for violin, viola and piano
  • 2007: Susma, string quartet N° 2
  • 2008: Die Wand entlang for piano
  • 2009: Wenn Du mich hörst, klopf zweimal for soprano and string quartet
  • 2009: Flur for mixed choir
  • 2009: Mut for four violoncellos
  • 2010: Sokakta (Outdoors) a performance for saxophone quartet
  • 2010: Kesik (Cut) for 12 instruments
  • 2011: Denge for piano
  • 2011: Breath for Mathilde for bariton saxophone and electronics