Homo georgicus

(გადამისამართდა გვერდიდან ზეზვა და მზია)

ქართველი ადამიანი (ლათ. Homo georgicus) — ადამიანის სახეობა, გარდამავალი ფორმა მარჯვე ადამიანსა (Homo habilis) და გამართულ ადამიანს (Homo erectus) შორის.

ქართველი ადამიანი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Homo georgicus

ადამიანის ნაშთები, რომელიც დაახლოებით 1,8 მილიონი წლისაა, აღმოაჩინეს 1991 წელს საქართველოში, დმანისში. ეს ევროპაში აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთებია.

ჩონჩხის ნაწილები აღმოაჩინეს 2001 წელს. განამარხებული ძვლები არის დაახლოებით 1.8 მილიონი წლის. ჩონჩხის ნარჩენები პირველად 1991 წელს აღმოაჩინა ქართველმა მეცნიერმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელსაც თან ახლდა საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფი. უძველესი ადამიანის ნარჩენებთან ახლოს ნაპოვნია იარაღები და ცხოველების ძვლები.

თავდაპირველად მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მათი ნაპოვნი ქვედა ყბის ძვლები ჰომო ერგასტერს ეკუთვნოდა, თუმცა ზომებს შორის სხვაობამ ისინი დაარწმუნა იმაში, რომ ნარჩენები სხვა სახეობას ეკუთვნოდა და საჭირო გახდა ახალი ტერმინის შემოღება - ჰომო გეორგიკუსი.

პატარა თავის ქალა

რედაქტირება

დაახლოებით 600 კუბური სანტიმეტრი ტვინის მოცულობის მქონე თავის ქალა დათარიღებულია 1,77 მილიონი წლით და ის საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. ეს არის ყველაზე პატარა და პრიმიტიული თავის ქალა, რაც კი აღმოუჩენიათ აფრიკის საზღვრებს გარეთ.

აფრიკაში Australopithecines და ადრეული Homo წარმოადგენენ ორ გამორჩეულ ევოლუციურ გზას, რომელთაც ჰყავთ საერთო წინაპრები.  საქართველოში აღმოჩენილი თავის ქალის ნიმუშები, რომლის ტვინიც ზომით თანამედროვე ადამიანის ტვინის ნახევარი უნდა ყოფილიყო, მიიჩნეოდა ყველაზე პატარა თავის ქალად, სანამ 2003 წელს არ აღმოაჩენდნენ Homo floresiensis ფლორესის კუნძულზე.

არსებობს მკვეთრი სქესობრივი დიმორფიზმი, მამაკაცები ბევრად უფრო დიდები არიან ქალებთან შედარებით. ეს ნაკლებად შეიმჩნევა ადამიანის ახალ სახეობებში ევროპაში (მაგალითად, Homo antecessor, Homo heidelbergensis და Homo neanderthalensis).

ამ სახეობების პატარა ზომა კონტრასტს ქმნის გაცილებით დიდი ზომის ჰომო ერექტუსთან. ჰომო გეორგიკუსი იყო ჰომოს პირველი სახეობა, რომელიც დასახლდა ევროპაში ჰომო ერექტუსამდე დაახლოებით 800 000 წლით ადრე.

მოგვიანებით აღმოაჩინეს ოთხი განამარხებული ჩონჩხი. მათგან ერთი არის ყველაზე დიდი Pleistocene Homo ქვედა ყბის ძვლები, ყველაზე პატარა Lower Pleistocene ქვედა ყბის ძვლები, თითქმის ზრდასრული და თავის ქალა კბილების გარეშე.

კლასიფიკაცია

რედაქტირება

ჰომო გეორგიკუსი ხშირად კლასიფიცირებულია, როგორც ჰომო ერექტუს გეორგიკუსი. ჰომო ერექტუსის ტვინის ზომა არის დაახლოებით 900-1500 კუბური სანტიმეტრი. თუ გეორგიკუსისა და ფლორესის განამარხებული ნარჩენები შედის ჰომო ერექტუსის ჯგუფში, მაშინ თავის ტვინის მოცულობა უნდა იყო ბევრად უფრო ნაკლები და მერყებოდეს 600-დან 1500 კუბურ სანტიმეტრამდე. ამასთან, ჰომო ერგასტერი მიჩნეულია ჰომო ერექტუსის ქვესახეობად. აღსანიშნავია, რომ გეორგიკუსისა და ფლორიენსის ზომები ბევრად უფრო პატარაა ჰომო ერექტუსთან შედარებით, რომელიც თანამედროვე ადამიანის სიმაღლეა. სახეობებისა და ქვესახეობების ყველა კლასიფიკაცია დროებითია და დღემდე განხილვის თემაა.

ჰომო გეორგიკუსი - ცალკე სახეობა

რედაქტირება

1,8 მილიონი წლის თავის ქალის აღმოჩენამ საქართველოში ევოლუციის გაგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ახალი კვლევების თანახმად, უძველესი ადამიანი არ მოდის აფრიკიდან, როგორც შვიდი სახეობა, არამედ ის არის ერთი „ჰომო ერექტუსი“ გარეგნობის განსხვავებული ნიშნებით.

სამუშაო იარაღები იპოვნეს ახლომახლო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული სახეობები ნადირობდნენ დიდ მტაცებელ ცხოველებზე, მათ შორის ვეფხვებზეც.

მეცნიერების ჯგუფმა დაახლოებით რვა წელი მოანდომა გათხრების შედეგად ნაპოვნი ძვლების შესწავლას. რეალურად, გათხრები ჩატარდა 2000 წლისთვის, თუმცა მხოლოდ ბოლო პერიოდში აღმოაჩინეს თავის ქალის ასაწყობად საჭირო სხვა ნაწილები.

ახალმა ტექნოლოგიებმა მეცნიერებს საშუალება მისცა დაედგინათ, რომ უძველესი ადამიანი დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი ძვლები იყო პრეისოტრიული ხანის უზარმაზარი მტაცებლების ნარჩენები. აღნიშნული ტერიოტორია არის იმ მდინარის გვერდით, რომელიც სავსეა ნარჩენებით. მტაცებლებს ადამიანები იყენებდნენ სიკვდილთან საბრძოლველად.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დმანისში აღმოჩენილი თავის ქალის შესაბამისი ტვინი ზომით თანამედროვე „ჰომო საპიენსის“ ტვინის ერთ მესამედს შეადგენს. მას აქვს ამობურცული წარბები, წინ წამოწეული ყბები და ის გარეგნული ნიშნები, რომლებიც ახასიათებს ნაკლებად განვითარებულ პრეისტორუილი ხანის ადამიანებს.

ყველაზე გასაკვირი ფაქტი არის ის, რომ იქ, სადაც ზემოაღნიშნული თავის ქალა აღმოაჩინეს, 100 კილომეტრიან რადიუსში აღმოაჩინეს სხვა ოთხი თავის ქალაც. ისინი იმედნად განსხვავდება გარეგნულად ერთმანეთისგან, რომ ჩნდება კითხვა: სახეობების ვარიაციების მიმდინარე გაგება არის თუ არა სწორი?

საქართველო ეროვნული მუზეუმის დირექტორმა და მთავარმა მკვლევარმა განაცხადა, რომ აღმოჩენილი ნიმუშები არის უმდიდრესი და ყველაზე სრული კოლექცია, რომელიც უდავოდ ადრეული ჰომოს ნარჩენებს წარმოადგენს.

„დმანისი ყველა დროის უნიკალური ადგილია - შეიძლება ის დროის კაფსულაა, რომელიც ინარჩუნებს ყველაფერს უკვე 1,8 მილიონი წელია“ - განაცხადა მან AFP-სთან საუბრის დროს.

განსხვავებები თავის ქალის წარბებს, ყბებსა და სხვა გარეგნულ ნიშნებს შორის - ყველაფერი შეესაბამება პალეონტოლოგების მოლოდინს ერთი და იგივე სახეობის სხვადასხვა ვარიაციებთან დაკავშირებით.

ზოლიფოკერის განცხადებით, „ხუთი დმანისური ინდივიდი არის აშკარად განსხვავებული ერთმანეთისაგან, თუმცა არც ისე დიდი სხვაობაა ნებისმიერ 5 თანამედროვე ინდივიდთან, ან შიმპანზეებთან მოცემულ  გარემოში.“

ამ ყველაფერმა მეცნიერები აიძლა, რომ თუ წინათ ამ სახეობების ვარიაცია გამონაკლისი იყო, ამ მოცემულობით უკვე ეს გამონაკლისის მაგივრად წესად იქცეოდა. ათეულობით წლების განმავლობაში მეცნიერებმა გამოიკვლიეს ყველანაირი ადამიანი, რომელიც აფრიკულ ჰომო ჰაბილისს ან ჰომო რუდოლფენისს უკავშირდებოდა. ახალი ჰიპოთეზის თანახმად, ეს ყველა სახეობა ჰომოერექტუსი აღმოჩნდა, მათი სხვაობა უბრალოდ ძვალთა სტრუქტურაში გამოიხატება, რაც ძალიან ჩვეულებრივია დღესაც, ჰომოსაპიენსის ეპოქაშიც. 3D მოდელი ამას ყველაფერს ნათლად ასახავს.

ეს ასევე ეჭვქვეშ აყენებს  მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჩვენ გვჭირდებოდა უფრო დიდი ტვინი იმსათვის, რომ ვყოფილიყავით საკმარისად ჭკვიანები, რათა გამოგვეყენებინა რთული იარაღები, გვენადირა დიდ მტაცებლებზე და მიგრირება მოგვეხდინა სხვადასხვა კონტინენტზე. აღმოჩნდა, რომ ქართველები მართლაც ემიგრირდნენ აზიაში მიუხედავად მათი არც ისე ნათელი გონებრივი შესაძლებლობებისა. მილფოლდ ვოლპუფმა, უნივერსიტეტის პროფესორმა, განაცხადა, რომ თავისი გუნდი გაოცებული იყო ამ დამთხვევის გამო, ეს სწორედ იმას უმაგრებდა ზურგს, რაც თვითონ აღმოაჩნიეს.  ის თავის კოლეგებთან ერთად მუშაობდა ნაშრომზე. ამ ნაშრომში ისინი ამბობდდნენ, რომ საქართველო და აღმოსავლეთ აფრიკა ადამიანური ცივილიზაციის აკვანი იყო.

მეცნიერმა ასევე დაამატა, რომ დღეს ჩვეულებრივია ქვეყნის რელიგიის თუ კულტურის განურჩევლად დაქორნწინდე ადამიანზე, თუმცა, როგორც ეს კვლევა გვიჩვენებს, ეს ჩვეულებრივი იყო ადამიანის თითქმის მთელი  ისტორიის განმავლობაში. ზოგიერთ მეცნიერს სხვა აზრი აქვს და მიაჩნია, რომ ეს ჩონჩხი უბრალოდ ეკუთვნოდა ადამიანის ახალ სახეობას და არა ჰომოერექტუსის ვარიაციას.

ბერნანდ ვუდი - ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი მიიჩნევს, რომ ეს უბრალოდ ჩონჩხია და არაფერი განსაკუთრებული, გარდა იმისა, რომ მსგავსი ჩონჩხის ანალოგი აქამდე არ იყო ცნობილი ადამიანისთვის.

რაც უნდა იყოს, ეს არც ისე მნიშვნელვოანია. მთავარია, რომ ადამიანის ახალი ფორმა იქნა აღმოჩენილი და ეს მკაცრად მიგვითითებს იმაზე რომ, უძველესი ადამიანი თანამედროვე ადამიანის საკმაოდ ახლო ნიმუში იყო.[1]

კვლევები ახალ აღმოჩენაზე

რედაქტირება

დმანისელი ადამიანი (ჰომო გეორგიკუსი) 1 810 000 წლით თარიღდება - გათხრები საქართველოში კერძოდ, დმანისში, 1991 წლიდან მიმდინარეობდა. ამ გათხრებისას აღმოაჩინეს 4 თავის ქალა, სამი ქვედა ყბის ნაწილი, დაახლოებით 15 ჩონჩხის პატარ-პატარა ნაწილები და 12 იზოლირებული კბილი. ეს მასალები ეკუთვნოდა მინიმუმ 4 ადამიანს, მათგან დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2 ზრდასრული იყო, ორიც კი - მოზარდი. ეს გათხრები წარმოებდა სტრატოგრაფიულ პალეონტოლოგიური და არქეოლოგიური სიზუსტით. ეს ნარჩენები აღმოჩენილ იქნა ბაზალტის და ვულკანურ მასაში. ამ აღმოჩენაში განსაკუთრებით 4 რამაა საინტერესო. პირველი - ამ თარიღების მიხედვით, რაც  გათხრებმა მოგვცა, ჩვენ ვამტკიცებით იმას, რომ ადამიანი იმაზე უფრო ადრე არსებობდა ამიერკავკასიაში და შესაბამისად ევროპაში, ვიდრე ეს კლასიკური სცენარით იყო ცნობილი. მეორე - ცხოველთა და ყვავილის მტვრის ანალიზებმა დაადგინა, რომ დაახლოებით სავანის ტიპის გარემოში ცხოვრობდნენ ეს ადამიანები, თუმცა განსხვავებით აფრიკისა აქ წყლის რესურსით ბევრად მდიდარი გარემო იყო. აქ იყო ზომიერი კლიმატი, არაერთგვაროვანი რელიეფებით, ეს კი ამ რეგიონის გეომორფოლოგიური წარმოშობით იხსნება. ბუნება მდიდარი იყო ხევით, მდინარეებითა და ტბებით.

მესამე რაც უნდა გამოვყოთ არის ის, რომ ამ ადამიანთა ჯგუფის დასახლება შეიძლება ყოფილიყო პრიდაპირი შედეგი უფრო ნოტიო ჰაერისა, რომელიც ძირითადად განპირობებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე კლიმატური პროცესებით (მასიური გვალვით, რომელიც პალეოითით თარიღდება). ამ ყველაფერმა მოიზიდა  აღმოსავლეთ ევრაზიის და ჩრდილოეთ აფრიკის კონტინენტის ფაუნა. ასევე მეოთხე ყველაზე საინტერესო რამ, აღმოჩენილი ადამიანების მორფოფუნქციონალური ასპექტები ახლოსაა - ჰომო ჰაბილისთან და ასევე ყველაზე ძველ ჰომოერექტუსტთან. ეს ორი სახეობა კი მხოლოდ აფრიკაში იყო ცნობილი აქამდე. ახალ სახეობებთან შედარებით ჰომოგეორგიკუსი პატარა ზომისაა (დაახლოებით 1.5 მეტრი) და დაახლოებით 2-ჯერ ნაკლები მოცულობისაა ვიდრე დღევანდელი ადამიანი. ისინი წარმოადგენენ წინაპრებს დიდი ევროპული და ევრაზიული ცივილიზაცუირი ხაზისა. საბოლოოდ შეგვიძლია ორი ახალი  აზრი ჩამოვაყალიბოთ. პირველი - აფრიკიდან ხალხის დაძვრა ევროპისკენ იმაზე უფრო ადრე დაიწყო ვიდრე ჩვენ წინათ გვეგონა, დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინად. ეს ყველაფერი კი ჰომოგეორგიკუსმა - ანუ დაახლოებით ჰომო ჰაბილისის რასის ადამიანმა დაიწყო. ასევე ის აზრი, რომ ადამიანთა მიგრაციამ იმოქმედა მათი ჩონჩხის განვითარებაზე, აღარაა ძალაში. ჰომო გეორგიკუსს პატარა გონებრივი შესაძლებლობით უკვე შეეძლო შეგუებოდა და გადასულიყო თავისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებში.[2]

ჰომო გეორგიკუსი 1,8 მილიონი წლის წინ

რედაქტირება

„ადამიანი საქართველოდან“ - ასე უწუდებენ უცხოელი მეცნიერები ჰომო გეორგიკუსს. 2001 წელს საქართველოში თბილისიდან 80 კმ. დაშორებით, ქალაქ დმანისში, არქეოლოგიური სამყაროსთვის ახალი სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა. ახალი ჰომინიდი ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ მისი გამოკვლევა აღმოჩენიდან ერთი წელი გაგრძელდა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ეწოდა მას ჰომო გეორკუსი. ქართველმა მეცნიერებმა მათ ზეზვა და მზია უწოდეს. ახალი აღმოჩენილი ჰომინიდი 1 მილიონ 770 ათასი წლით დათარიღდა, მისი ასაკის მიხედვით დმანისელი ადამიანი ყველაზე ძველი ჰომოს წარმომადგენელია, რომელიც ცხოვრობდა აფრიკის გარეთ. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ აფრიკაში მცხოვრები ჰომინიდები კავკასიაში მიგრირებდნენ. ამ აღმოჩენებმა შეცვალა მყარად დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების პირველი განსახლების შესახებ და ევრაზიის კოლონიზაციის თარიღი ასობით ათასი წლით უკან გადასწია. დღეისათვის დმანისის ამ აღმოჩენებმა ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

აღმოჩენილი ინდივიდი 40 წლის იყო და მას არ ჰქონდა კბილები, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მას კბილები სიკვდილამდე 2 წლით ადრე დაცვივდა და მას სხვები კვებავდნენ, ეს ფაქტი იმ დროისათვის ძალიან უჩვეულოა, რადგან თუკი მეცნიერები არ ცდებიან, მაშინ 1 770 000 წლის წინ ადამიანს თანაგრძნობის გრძნობა უკვე გააჩნდა. ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდა კარგად განვითარებული კიდურები, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმით, რომ ის ძალიან ჰგავს იმ სხვა ჰომონიდს (Homo habilis), რომელიც რამდენიმე ათასი კილომეტრითაა მოშორებული მას.

მაინც როგორი იყო ადამიანი საქართველოდან?! გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ის იყო 1,5-1,6 მეტრი სიმაღლის, იწონიდა 50-60 კგ-ს და თავდაჯერებულად გადაადგილდებოდა ორ ფეხზე. სწორედ ეს თვისებები ახასიათებს ჰომო ჰაბილისს, რომელიც ჰგავს მას. ჰომო გეორკუსის აღმოჩენამ მეცნიერები და საზოგადოება დააბნია, რადგან მათ გაუჩდათ კითხვა „მაინც საიდან არის წარმოშობით ადამიანი?“. მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ ადამიანი აფრიკაში გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა სხვა კონტინენტებზე, მაგრამ დმანისში აღმოჩენილი ახალი ჰომონიდი არ მიეკუთნება აფრიკაში მცხოვრებ ინდივიდს. მეცნიერები ჰომო გეორგიკუსს ჭკვიანი ადამიანის ანუ  ჰომო ჰაბილისის და ჰომო ერექტუსის გარდამავალ ინდივიდად მოიხსენიებენ.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ზეზვასა და მზიას წინაპრების ევოლუცია დაიწყო 2 მილიონი წლის წინ, როდესაც ისინი აფრიკიდან სამხრეთ აზიაში გამოემართნენ. როგორც ავღნიშნე, ისინი არცთუ ისე მაღლები იყვანენ, მოკლე კიდურები და პატარა თავის ქალა ჰქონდათ, ანუ მათი სხეული არ იყო სამოგზაუროდ შექმნილი. ისინი ნადირობდნენ ქვის იარაღებით და რაც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას, ეს თვითონ ის ფაქტია, რომ ისინი თავს ირჩენდნენ ნადირობით, დმანისის ტერიტორია კი ხელსაყრელი იყო სანადიროდ. ასევე მათ არ ჰქონდათ დახვეწილი სანადირო იარაღი და ინსტრუმენტები საცხოვრებლად, ამიტომ საეჭვოა, რომ ასეთ მოუმზადებელ ჰომინიდებს გადაელახათ ასეთი დიდი ტერიტორია. ბევრი საიდუმლოებით მოცული ფაქტია დმანისში აღმოჩენილი ადამიანების გარშემო, რაც მათ უფრო მიმზიდველს ხდის მეცნიერებისთვის და ტურისტებისთვის.[3]

დმანისის ნაქალაქარი

რედაქტირება

პირველი ევროპელების სამშობლო დმანისი დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. აქ სისტემატურად ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, მეცნიერები, სტუდენტები, ტურისტები. მაინც რამ გამოიწვა დმანისით ასეთი დაინტერესება? დმანისის რაიონი და მთლიანად ქვემო ქართლი მდიდარია თავისი ისტორიული წარსულით. ამ რაიონში მრავლად არის აღმოჩენილი ბრინჯაოს, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის მრავალფეროვანი არქეოლოგიური (ნაქალაქარი, ნასოფლარები, სამაროვნები) და არქიტექტურული (ციხე-სიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები) ძეგლები. ყველაზე საინტერესო დმანისის ნაქალაქარია, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და წინარე ისტორიის ყველა პერიოდი: გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ანტიკური და შუა საუკუნეების ხანის ფენები და მდიდარი არქეოლოგიური მასალა. მდინარეების – მაშავერასა და ფინეზაურის შესართავთან აღმართულ კონცხზე გაშენებული იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი. იგი სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. აქ შემოდიოდნენ მთავარი საქარავნო გზები აღმოსავლეთიდან, წინა აზიიდან და დასავლეთიდან - ევროპიდან. დმანისის ნაქალაქარის უნიკალურობა განსაკუთრებით იმაში გამოიხატება, რომ მის ცენტრალურ ნაწილში შუა საუკუნეების ნაგებობების ქვეშ არსებულ დანალექ ფენებში გამოვლინდა დიდი რაოდენობით უძველესი (დღეს გადაშენებული) ცხოველების (მარტორქა, სპილო, ჟირაფი, გიგანტური სირაქლემა, ხმალკბილა ვეფხვი და სხვა) და ადამიანის (5 თავის ქალა, 4 ქვედა ყბა და 60-მდე სხვა ნაწილები) ძვლები. მეცნიერებმა საბოლოოდ დაადგინეს, რომ დმანისელი ადამიანი ჰომო ერექტუსის ადრეულ ჯგუფს - ჰომო ერგასტერს განეკუთვნება და თარიღდება 1,8 მილიონი წლით. იქიდან გამომდინარე, რომ უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩნდა, მყარი საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ დმანისი პირველი ევროპელის სამშობლოა.

დმანისის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელმა დავით ლორთქიფანიძემ და მისმა კოლეგამ აღწერეს ოთხი თავის ქალა, დმანისელი ადამიანის ტვინის მოცულობა ორჯერ ნაკლები იყო ვიდრე თანამედროვე ადამიანის ტვინი. ექსპედიციის მიერ 1991-2007 წლებში დმანისში ნაპოვნია პირველყოფილი მოზარდის და სამი უფროსის ძვლები. აღნიშნული ძვლები და თავის ქალა პირველია, რომლის მიხედვითაც მეცნიერებს შეუძლიათ აქამდე უცნობი ადრეული ადამიანის ანატომიის შესწავლა. თავის ქალის ტვინის მოცულობა დმანისელებს შორის ყველაზე მცირეა (546 სმ), რაც დაახლოებით თანამედროვე ადამიანის ტვინის ერთი მესამედია. მას ყველაზე მასიური, წინ წამოწეული სახე და დიდი კბილები აქვს. კვლევამ აჩვენა, რომ ძველ პოპულაციებშიც დიდი მორფოლოგიური მრავალფეროვნებაა. სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „ჰომოს“ გვარის წარმომადგენლები, მათ შორის აფრიკაში აღმოჩენილი უძველესი ნამარხები ევოლუციის ერთ ხაზს წარმოადგენს. ეს აიძულებს მეცნიერებს გადახედონ დამკვიდრებულ მოსაზრებებს ადრეული ჰომოს რამდენიმე სახეობის არსებობის შესახებ. საინტერესოა ერთ-ერთი მოზრდილი მამაკაცის თავის ქალა კბილების გარეშე, რომელსაც კბილების მაგივრად ჰქონდა ძვლის მსგავსი ნივთიერება. ლორთქიფანიძის აზრით, ეს ინდივიდი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 40 წლის, კბილების მაგივრად აღმოცენებული ძვლის მსგავსი ნივთიერებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კბილების დაცვენის შემდეგ მან კიდევ 2 წელი იცოცხლა. ლორთქიფანიძის აზრით, მას გადარჩენაში ეხმარებოდნენ სხვა ინდივიდები, რადგან მას არ შეეძლო ღეჭვა. თუ ამ მოსზრებას დავეყრდობით, მაშინ პირველყოფილ ადამიანებს უკვე გააჩნდათ თანაგრძნობის შეგრძნება. 2001 წელს დმანისში კიდევ ერთი 1,8 მილიონი წლით დათარიღებული ჰომინიდის ნეშთი აღმოაჩინეს, ეს იყო თინეიჯერი გოგონა, რომელსაც შემდეგში Old Girl at Dmanisi სახელით მოიხსენიებდნენ.

ჰომო გეორგიკუსზე არაერთი ცნობილი გამოცემაა დაწერილი, მათ შორის ამასთან დაკავშირებით სტატია დაწერა National  Geographic-მა. „დღეს ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ჩვენი ბიოლოგიური წინაპრები, პირველი ჰომინიდები, აფრიკაში წარმოიშვნენ და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ კონტინენტზე სახლობდნენ. საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ გავრცელდნენ ისინი ევროპაში, მუდმივი დავის საგანია. დმანისში ნაპოვნი ქვის იარაღები აფრიკაში ნაპოვნი არქაული ქვის იარაღების იდენტურია, მორფოლოგიურად დმანისელი ჰომინიდი უშუალოდ უკავშირდება აფრიკის ადრეულ ჰომინიდებს. რამ აიძულა ისინი, გამოსულიყვნენ აფრიკიდან? მათი განსახლება მოხდა იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ და უნდოდათ ახალი ტერიტორიების ათვისება“.[4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Vekua, Abesalom; Lordkipanidze, David; Rightmire, G. Philip; Agusti, Jordi; Ferring, Reid; Maisuradze, Givi; Mouskhelishvili, Alexander; Nioradze, Medea et al. (Jul 2002). "A new skull of early Homo from Dmanisi, Georgia". Science 297 (5578): 85–9. doi:10.1126/science.1072953. ISSN 0036-8075. PMID 12098694.
  • Wilford, John Noble (19 September 2007). "New Fossils Offer Glimpse of Human Ancestors". The New York Times. Retrieved 9 September 2009.
  • Lordkipanidze, David; Tea Jashashvili, Abesalom Vekua, Marcia S. Ponce de León, Christoph P. E. Zollikofer, G. Philip Rightmire, Herman Pontzer, Reid Ferring, Oriol Oms, Martha Tappen, et al. (20 September 2007). "Postcranial evidence from early Homo from Dmanisi, Georgia". Nature 449 (7160): 305–310. doi:10.1038/nature06134. PMID 17882214.
  • Rightmire, G. Philip; Van Arsdale, Adam P.; Lordkipanidze, David (June 2008). "Variation in the mandibles from Dmanisi, Georgia". Journal of Human Evolution 54 (6): 904–8. doi:10.1016/j.jhevol.2008.02.003. ISSN 0047-2484. PMID 18394678.
  1. 'Homo Georgicus': Georgia skull may prove early humans were single species. (n.d.). Retrieved July 09, 2016, from https://www.rt.com/news/skull-homo-georgia-species-373/
  2. Retrieved July 09, 2016, from http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S1631068305001739
  3. Человек из Грузии. (n.d.). Retrieved July 09, 2016, from http://evolendorig13.narod.ru/23.htm
  4. The "homo georgicus", the oldest European man. (n.d.). Retrieved July 09, 2016, from http://www.balcanicaucaso.org/eng/Areas/Georgia/The-homo-georgicus-the-oldest-European-man-106608