ზედა თმოგვის ნამოსახლარი

ზედა თმოგვის ნამოსახლარიარქიტექტურული ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თმოგვში. ზედა თმოგვის ნამოსახლარზე რამდენიმე ნაგებობა სრულად არის შემორჩენილი. აქ წარმოდგენილია მესხური ტიპის სახლები, თავისი სამურნეო დანიშნულების ნაგებობებით. ნაგებობები განლაგებული არის ტერასულად და მათი უმეტესობა ნახევრად მიწურია. მათი კედლები ნაგები არის ქვით და გადახურვა არის ბანური, რომელიც ებჯინება ხის მორებს. ნამოსახლარის სამხრეთით, ჩრდილოეთით და აღმიოსავლეთით მდებარეობს ქვის სტელები ხოლო დასავლეთით თანამედროვე ქვის ჯვარი. გადმოცემის თანახმად ზედა თმოგვის ოთხივე მხრიდან იცავდა სტელები და ქვაჯვარები, ამიტომ აღუმართავთ ახალი ქვაჯვარი იმ ადგილას, სადაც ნავარაუდებია ისტორიული ქვაჯვარი არსებობს. ნამოსახლარზე ასევე მდებარეობს ეკლესია VIII-XI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა და მის აღმოსავლეთით სამაროვანი, სადაც დღემდე კარგად ჩანს ქვის სამარხები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21303