ზეგნის კიდურები
ზეგნის კიდურები — გორანამოსახლარი, არქეოლოგიური ძეგლი ყვარელთან. მდებარეობს მდინარე უჩარის მარცხენა ნაპირას. ზეგნის კიდურებად წოდებულ ადგილზე. გორანამოსახლარის ზედაპირი იხვნება. ნახნავში მრავლად ჩანს ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრისთვის დამახასიათებელი შავად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 336.