ზეგაანის ღვინის სარდაფი
ზეგაანის ღვინის სარდაფი — არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანის სამხრეთ განაპირას. აგებულია 1895 წელს.
ისტორიული წყაროების მიხედვით 1797 წელს მეფე ერეკლე II-ს მეფისა და ქვეყნის წინაშე დამსახურების აღსანიშნავად გარსევან ჭავჭავაძისათვის სოფლები ზეგაანი, წინანდალი, ნაფარეული და მუღანლო უბოძებია. გარსევანის მემკვიდრემ ალექსანდრე ჭავჭამაძემ აღნიშნულ მამულებში გააგრძელა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სახელოვანი ტრადიციები.გამოიყვანა ვაზის ახალი ჯიშები და დანერგა ტექნოლოგიური სიახლეები. ალექსანდრეს შვილმა დავითმა დიდი ვალების გამო მამულები ბანკში დააგირავა და ვეღარ გამოიხსნა.1886 წელს დაგირავებული მამულები შეიძინა საუფლისწულო მამულების დეპარტამენტმა.მათი ინიციატივით სოფლებში დაიწყო ღვინის სარდაფების მშენებლობა. სადაც სხვადასხვაგვარ ღვინოებს აძველებდნენ და ინახავდნენ. სოფელ ზეგაანში ააშენა 5661 ვედრო ღვინის ტევადობის სარდაფი.ნაგებობა შედგენა გრძივი ღერძის გასწვრივ სხვადასხვა დონეზე განლაგებული ორი ნაწილისგან. შენობა ნაგებია მსხვილი და საშუალო ზომის რიყისა და ნატეხი ქვით. კედლები ძირითადად ქვისაა, რომლებშიც ჩართულია ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაცილებული აგურის ორრიგიანი შრეები. გარეთა კუთხეები, კამარები, თაღები, სარკმლები, ნიშები, ლავგარდანი კვადრტული აგურითაა გმოყვანილი. შენობის ქვედა დონეზე მდებარე ნაწილი, მიჯრით განლაგებული სამი დიდი სათავსისგან შედგება. სათავსები ერთ მოცულობას ქმნიან. რომლებსაც სამი მხრიდან განიერი დერეფანი შემოუყვება. დერეფნის გვერდის ნაწილები სათავსებათან შედარებით ოდნავ მოკლეა და დაბალი, აქვთ შეფიცრული ორფერდა ჭერი და დამოუკიდებელი ცალფერდა სახურავი, დერეფნის უკანა ნაწილი კი მშვილდისებრი კამარითაა გადახურული, რითაც დაყრდნობილია პილასტრებზე გადაყვანილი საბჯენ თაღზე. დერეფანში შესასვლელი გვერდის ნაწილებში, მთავარი ფასადის მხრიდანაა. ორივე შესასვლელი განიერია და მშვილდისებრი თაღი ხურავს. სათავსეებში ღვინის ცისტენებია განთავსებული. შუა სათავსის თავზე სხვენია, თაღოვანი შესასვლელით მთავარი ფასადის მხრიდან. ამავე ფასადზე გამოდის სათავსეების სარკმლებიც. ერთ-ერთ განაპირა სათავსს ხის ორფერდა ჭერი აქვს, დანარჩენებში კი გვიანდელ შეკეთების დროს ხის კამარები ცემენტის ბრტყელი ჭერით შეუცვლიათ. სათავების კედლებში დიდი სწორკუთხა ნიშებია მოწყობილი.დერეფანი გასასვლელით დაკავშირებულია მიწის ქვეშ მდებარე დიდ კამაროვან სათავსთან. სადაც ღვინის ხის კასრებია დაცული. კამარას მთელ სიგრძეზე დატანებული აქვს სავენტილაციო ხვრელები. გრძივ კედლებში მშვილდისებრი თაღით გადახურული ოთხ-ოთხი მაღალი და ფართო ნიშაა. იატაკი კერამიკული ფილებითაა მოგებული. ნაგებობის ზედა დონეზე მდებაე ნაწილი ორი მოცულობისგან შედგება. მათგან წინა, რომელიც განივი ეძის მიმართულებით წაგრძელებული, ორსართულიანი, უკანა ერთსართულიანი; მის ქვემოთ მოწყობილი სარდაფები. გარედან წინა ნაწილს ორივე კუთხეზე მიდგმულია ერთმანეთის იდენტური პირამიდული ფორმის სახურავით გადახურული თითო ოსართულიანი კოშკი. მათი I სართული გეგმით კვადატულია და ნახევარწრიული თაღებით გახსნილ გასასვლელ თაღებს წარმოადგენს. კოშკის II სართულს კი კუთხეები ჩამოკვეთილი აქვს. ორივე კოშკის I სართული დაკავშირებულია მათ შორის მოქცეულ განიერ ბრტყელჭერიან დეეფანთან, რომელიც კარით უკავშირდება დიდ სწორკუთხა ოთახს. იგი ორივე სართულის სიმაღლეზეა გახსნილი. II სართულის დონეზე, რომელიც უკანა ნაწილის მიწის დონეს უსწორდება. მოწყობილია მოაჯიით შემოზღუდული ხის აივანი, რომელზეც I სართულიდან ხის ორი კიბე ამოდის. აქვე განივ კედლებში, თითი მაღალი და ფართო თაღოვანი სარკმელია. აივანი ორი განიერი კარით დაკავშირებულია ერთსართულიანი ნაწილთან. იგი შედგება გრძივი ღერძის გასწვრივ გვერდიგვერდ განლაგებული სამი მოზრდილი სათავსისგან. შუა სათავსი გაყოფილია ორ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთან კარითაა დაკავშირებული განაპირა სათავსეები კი ერთიანია, მათში განლაგებულია დიდი ტევადობის ხის კასრები. ორივე განაპირა სათავსი თითო განიერი კარით დაკავშირებულია ერთ-ერთ შუა სათავსთან. სათავსები შელესილი და შეთეთრებულია. აქვთ ბრტყელი ჭერი და ხის იატაკი. გრძივ ფასადებზე განაპირა სათავსების 7-7 სწორკუთხა სარკმელი გამოდის. შუა სათავსში შესასვლელი ზურგის მხრიდანააგანივი ფასადის ღეძზე. კარი განიერია და მშვილდისებრი თაღი ხურავს. კარის ასწვივ ფასადის შემაღლებულ ნაწილში. შუა ოთახის თავზე არსებული სხვენის თაღოვანი კარია. ორივე მათგანი კედლის შეღრმავებულსიბრტყეშია ჩასმული. კარის გვრდებზე კი თითო სწორკუთხა სარკმელია. ნაგებობის ფასადები სადაა, მოკლებულია სამკაულს. მხატვრულიბსახის შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რიყის ქვისა და აგურის ჰორიზონტალური შრეების მონაცვლეობა, რომლებიც რიტმულად ანაწევრებენ კედელთა ვრცელ ზედაპირს. კედლების ქვედა ნაწილი სარკმლების რაფის დონემდე, მოპირკეთებულია არაწესიერი გომის კირქვის ფილებით. კარ-სარკმლები მოურთველია. მხოლოდ თაღოვანი სარკმლების ფრამუგებია გაფორმებული მათი შიდა დაყოფა მარტივია, ორი მათგანის თავზე გამოყვანილია წრიული ჩაღრმავება.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ. მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 133-135.