ზაქარია ხუროძე (დ. 26 აპრილი, 1925 — გ. 18 იანვარი, 2005) — ქართველი დირიჟორი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1981)[1], ღირსების ორდენის კავალერი (1996).

ზაქარია ხუროძე
დაბადების თარიღი 26 აპრილი, 1925
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 18 იანვარი, 2005 (79 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
საქმიანობა დირიჟორი, პედაგოგი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი
საქართველოს სახალხო არტისტი (1981)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზაქარია ხუროძე დაიბადა 1925 წლის 26 აპრილს ქუთაისში. 1948 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.[2]

1946–1948 წლებში მუშაობდა სიმფონიურ ორკესტრში როგორც კლარნეტისტი. 1952–1954 წლებში — სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორ–ასისტენტი. 1959–1973 წლებში იყო მთავარი დირიჟორი. 1952–1959 და 1978 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი. 1954–1959 წლებში იყო საქართველოს რადიოსა და ტელევზიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

1976 წლიდან იყო პროფესორი. მისი რეპერტუარი შეიცავდა კლასიკური მუსიკის მრავალ ნიმუშს. იგი ქართველი კომპოზიტორების ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია. 1978 წელს გამოაქვეყნა წიგნი ავტორია „შ. მშველიძის „ზვიადაურის“ საშემსრულებლო ექსპოზიცია“.

1996 წლის 14 მაისს ზაქარია ხუროძე ქართული საოპერო და საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 335 – თბ., 2007.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1981. №9. გვ. 15
  2. ზაქარია ხუროძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 25 აგვსიტო, 2018.
  3. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის თანამშრომლების ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. ციტირების თარიღი: 25 აგვსიტო, 2018.