ზაქარია მაისურაძე (ანატომი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაისურაძე.

ზაქარია მაისურაძე (დ. 4 ოქტომბერი, 1891, ქარელი — გ. 21 ივლისი, 1975, თბილისი) — ქართველი ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1942), პროფესორი (1945). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1917 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1918 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტის ნორმალური ანატომიის კათედრაზე. 1935–1948 წლებში იყო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის გამგე და ფაკულტეტის დეკანი, 1959-1974 წლებში განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრას. მისი შრომებიდან აღსანიშნავია „ადამიანის ნორმალური ანატომია“ (1932, 1962). დაჯილდოებულია ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლილუაშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 253.
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926, თბ., 2006.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება