ზაქარია ერაძე
ზაქარია კიკოს ძე ერაძე, ზაქარია მესტვირე (დ. 1867, სოფ. ფარახეთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, — გ. 1953) — ქართველი მესტვირე, ერაძეების მესტვირეთა გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნიჭიერი იმპროვიზატორი, ნახევრად პროფესიონალი.
მესტვირეობა ისწავლა ოჯახში, მამისგან. მასთან ერთად მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 17 წლის ასაკიდან — დამოუკიდებლად. ზეპირად იცოდა უამრავი ლექსი; ზოგი ლექსი ასამდე ტაეპს შეიცავდა. რეპერტუარში ჰქონდა „დალოცვები“, ლექს-სიმღერები გამოჩენილ ისტორიულ პირებზე, თავის თანამედროვეებზე, ბიბლიურ პერსონაჟებზე და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცანავა ა., ქართული მესტვირული პოეზია, თბ., 1953.
- შილაკაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 34.