დალოცვა — ქართული ხალხური პოეტური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი ჟანრი. თემატიკის მიხედვით განასხვავებენ საკულტ-რიტუალურსა და საყოფაცხოვრებო დალოცვას. ყველაზე გავრცელებული იყო საქორწინო და სუფრული დალოცვები, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავათ მესტვირეთა რეპერტუარში. მესტვირული დალოცვა უმთავრესად შაორის სალექსო საზომზეა აგებული. მაგ.:

„უფალმა ღმერთმა შენ მოგცეს ოჯახი
საძირკვლიანი,
ხარი-კამეჩი გუთნებით, ურმები სავსე
ძნიანი.
იმყოფებოდე ხალხმრავლად, დედ-მამა-
რძლიან-ძმიანი,
ლამაზი შემოგეყვანოს - მშვენიერი და
ჭკვიანი“.

ლიტერატურა

რედაქტირება