ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი (1980)
1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბოიკოტი იყო შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული მთელი რიგი მოქმედებების ერთ–ერთი ნაწილი, რომელიც აპროტესტებდა საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრას.[1] საბჭოთა კავშირმა 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადას უმასპინძლა. მისი მოკავშირეები მოგვიანებით ბოიკოტს გამოუცხადებენ 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებს.[2]
ფონი
რედაქტირებადასავლეთის მთავრობებმა განიხილეს მოსკოვის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბოიკოტირების იდეა ავღანეთში არსებული ვითარების საპასუხოდ, ნატო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრისას 1979 წლის 20 დეკემბერს. ეს იდეა არ იყო ახალი იმდროინდელ მსოფლიო წესრიგში: 1975/1976 წლიდან ოლიმპიური ბოიკოტის შესახებ წინადადებები ფართოდ გავრცელდა უფლებადამცველთა ჯგუფებში, როგორც სანქცია საბჭოეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.[3] ამ დროს, მსოფლიოს არცერთი მთავრობა არ იყო დაინტერესებული ამ წინადადებით. იდეამ პოპულარობის მოიპოვა 1980 წლის იანვრის დასაწყისში, როდესაც საბჭოთა დისიდენტი ანდრეი სახაროვმა ბოიკოტი მოითხოვა. 1980 წლის 14 იანვარს კარტერის ადმინისტრაცია შეუერთდა სახაროვის საჩივარს და დაადგინა ვადა, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირს უნდა გაიყვანა ჯარი ავღანეთიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ის წააწყდებოდა საპასუხო შედეგებს, მათ შორის ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო ბოიკოტს. 1980 წლის 26 იანვარს, კანადის პრემიერ მინისტრმა ჯო კლარკმა გამოაცხადა, რომ კანადა, აშშ-ს მსგავსად, ბოიკოტს გამოუცხადებს ოლიმპიურ თამაშებს, თუ საბჭოთა ძალები არ დაიწყებენ ავღანეთის სუვერენული ტერიტორიების დატოვებას 1980 წლის 20 თებერვლიდან.[4] ჯიმი კარტერმა ასევე შესთავაზა ოლიმპიადის საბერძნეთში გადატანა, სამუდამოობის საფუძველზე,(რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველთვის ამ ქვეყანაში ჩატარდებოდა ოლიმპიური თამაშები) რათა დამთავრებულიყო თამაშების მასპინძლობის პოლიტიზაციის საკითხი, მაგრამ IOC-მა ეს მოსაზრება უარყო.[5]
როდესაც შემოთვაზებული საბოლოო ვადიდან გავიდა ერთი თვე, ცენტრალურ აზიაში ვითარების შეცვლის გარეშე, კარტერმა აიძულა აშშ-ის მოკავშირეები, რომ თავიანთი ოლიმპიური გუნდები მომავალი თამაშებიდან გამოეყვანა.[6][7]
იანვრის ბოლოს საბჭოთა რეჟიმმა გადაწყვიტა დაპირისპირებოდა ამ "მტრულ კამპანიას". როგორც ცენტრალურ კომიტეტის დოკუმენტებში ჩანს, იგი საკუთარი პროპაგანდისტული ძალისხმევის გარდა, ასევე ეყრდნობოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და მისი 89 წევრისგან ითხოვდა მოქცეულიყვნენ ისე, როგორც, ისინი მოიქცნენ წარსულში ( საბჭოთა კავშირის უნგრეთში შეჭრის შემდეგ 1956 წელს და ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს). მათ აღნიშნეს, რომ საფრანგეთის მთავრობამ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.[8]
24 აპრილის შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების ოლიმპიური კომიტეტის (USOC) ხელმძღვანელმა რობერტ კეინმა განუცხადა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC), რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური კომიტეტი მზად იქნება გუნდი გაგზავნოს მოსკოვში, "საერთაშორისო ასპარეზზე" მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება უახლოეს კვირებში.[9]
თამაშების გადარჩენის იმედით, ლორდ კილანინმა, IOC– ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, 24 მაისს (ბოლო ვადა) მოაწყო შეხვედრა ჯიმი კარტერთან და საბჭოთა გენერალურ მდივან ლეონიდ ბრეჟნევთან. კილანინი ამტკიცებდა, რომ თამაშები უნდა გაგრძელებულიყო, როგორც დაგეგმილი იყო, ხოლო პრეზიდენტმა კარტერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ოლიმპიურ თამაშებს უხცადდებოდა ბოიკოტი თუ საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან ჯარს არ გაიყვანდა.[10]
საერთაშორისო ოლიმპიადის ფედერაციები აპროტესტებდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან განიცდიდნენ ზეწოლას ბოიკოტის საკითხებში. მათი აზრით, ასეთი ქმედება არასათანადო საშუალებაა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ამ ქმედების მთავარი მსხვერპლი იქნებოდნენ სპორტსმენები.[11] დასავლეთ გერმანიის კანცლერმა ჰელმუტ შმიდტმა თქვა, რომ ამერიკული დამოკიდებულება, რომელიც მოკავშირეებმა "უბრალოდ უნდა გააკეთონ, როგორც მათ თქვეს", მიუღებელი იყო, [12] თუმცა საბოლოოდ დასავლეთ გერმანიაც შეუერთდა ბოიკოტს.
პასუხები ქვეყნის და კონტინენტის მიხედვით
რედაქტირებამოკრივე მუჰამედ ალი გაემგზავრა ტანზანიაში, ნიგერიასა და სენეგალში, რათა ამ ქვეყნის ლიდერები დაერწმუნებინათ ბოიკოტის აუცილებლობაში.[13][14][15] მან ასევე წარმატებას მიაღწია კენიის მთავრობის დარწმუნებაში.[16]
საბოლოოდ, მრავალი ქვეყანა შეურთდა ამერიკის შეერთებულ შტატებს თამაშების სრული ბოიკოტის მოთხოვნით. ამ ქვეყნების რიცხვში შედიოდა იაპონია და დასავლეთ გერმანია, სადაც კანცლერმა შმიდტმა შეძლო დაერწმუნებინა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (NOC) ბოიკოტის მხარდაჭერაში. ჩინეთმა, ფილიპინებმა, ჩილემ, არგენტინამ და კანადამ ასევე ბოიკოტი გამოუცხადეს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ზოგიერთი ქვეყანამ მონაწილეობა მიიღო კონკურენტულ თამაშებში, რომელიც ჩატარდა იმავე წელს ფილადელფიაში, რომელიც „Liberty Bell Classic“-ის სახელითაა ცნობილი.
გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და ავსტრალიის მთავრობებმა მხარი დაუჭირეს ბოიკოტს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე დაუტოვეს მათი ქვეყნის სპორტსმენებსა და შესაბამის ორგანიზაციებს. გაერთიანებული სამეფოდან და საფრანგეთიდან გაცილებით იმდენად მცირე ზომის დელეგაცია გაგზავნეს, რამდენის საშუალებასაც წესები აძლევდნენ. ბრიტანეთის ასოციაციებმა, რომლებიც მართავდნენ საცხენოსნო სპორტის, ჰოკეისა და იახტების, მთლიანად ბოიკოტი გამოუცხადეს 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს.[17]
ესპანეთი, იტალია, შვედეთი, ისლანდია და ფინეთი იყვნენ სხვა ძირითადი ქვეყნები, რომლებიც წარმაოდგენდნენ დასავლეთ ევროპას ოლიმპიურ თამაშებზე აქედან, ესპანეთი და იტალია მონაწილეობდნენ ნეიტრალური დროშის ქვეშ, რის გამოც ოლიმპიური ჰიმნი ირთვებოდა ნებისმიერ ცერემონიაში. თუმცა, მის სამხედრო კორპუსში მყოფი იტალიელი სპორტსმენები არ ესწრებოდნენ თამაშებს, რადგან ბოიკოტს ჰქონდა ეროვნული ხელისუფლების ოფიციალური მხარდაჭერა. ბევრმა ფაქტმა იმოქმედა მონაწილეების რაოდენობის შემცირებაზე. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბევრმა ამერიკელმა სპორტსმენმა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო მიიღო მონაწილეობა არსებულ ოლიმპიურ თამაშებში. მსგავსი პრეცენდენტები განმეორდა ავსტრალიელი და იტალიელი ეროვნების ზოგიერთი სპორტსმენის მხრიდანაც.
აიათოლა ხომეინის ახალი თეოკრატიული მმართველობის ქვეშ მყოფმა ირანმა და შეერთებული შტატების ერთ-ერთმა მთავარმა მტერმა, ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს მას შემდეგ, რაც ხომეინი შეუერთდა გაეროს მიერ შემუშავებულ კონფერენციას ავღანეთში შეჭრის დაგმობის შესახებ.[18] შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლად, ისლამურმა კონფერენციამ მოსკოვს ბოიკოტი გამოუცხადა ავღანეთში შეჭრის შემდეგ; [19] ამასობაში აიათოლამ დაადანაშაულა მოსკოვი, მის წინააღმდეგ ამხედრებული ბელუჩელების იარაღით დახმარებასა და დაფინანსებაში.
ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები ეროვნული დროშებისა და ჰიმნების გარეშე
რედაქტირებალორდ კილიანინმა NOC- ის კვალიფიკაციის მქონე სპორტსმენებს უფლება მისცა მონაწილეობა მიეღოთ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ყველანაირი კონკურენციის გარეშე, რაც გამორიცხავდა მათი ეროვნული დროშების ან ჰიმნების გამოყენებას (ეს საშუალებას აძლევდა საოლიმპიადო კომიტეტებს სპორტსმენები გაეშვათ ოლიმპიადაზე არანაციონალურ ჭრილში), მაგრამ ეს არ არ შეეძლოთ ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ საოლიმპიადო კომიტეტებს და არ ჰქონდათ NOC სტანდარტი. ახალი ზელანდიიდან ოთხმა კონკურსანტმა დამოუკიდებლად მიიღო ოლიმპიადაში მონაწილეობა, (მათ შორის ერთი ათლეტი) რადგან ავსტრალიის მთავრობა მხარს უჭერდა ბოიკოტს.[20] 16 ქვეყნის სპორტსმენმა არ ააფრიალა თავიანთი ეროვნული დროშა. ამის ნაცვლად, ოლიმპიური დროშები იქნა გამოყენებული და ოლიმპიურმა ჰიმნმა შეცვალა მათი ეროვნული ჰიმნები მედლებით დაჯილდოების ცერემონიალზე. გაიმართა ერთი დაჯილდოების ცერემონია, სადაც სამი ოლიმპიური დროშა იქნა აფრიალებული, რაც მოხდა მამაკაცთა ინდივიდუალურ ასპარეზობაში ველოსიპედებით რბოლაში.
არამონაწილე ქვეყნები
რედაქტირება75 ქვეყანამ, რომელიც მიწვეული იყვნენ 1980 წლის ოლიმპიადაზე, (პლუს ყატარი) არ მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის უმთავრესი იყო ბოიკოტის იდეის მხარდაჭერა.(ყატარის 1980 წლის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოწვევა საკმარისად დაგვიანდა იმისთვის, რომ ის მოწვეულ ყოფილიყო თამაშებზე) ტაივანმა უარი თქვა მონაწილეობაზე 1979 წლის ნაგოიას რეზოლუციის შედეგად, რომლის მიხედვითაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თნხმდებოდა მონაწილეობას საერთაშორისო ოლიმპიურ თამაშებში თუ ტაივანს მოიხსენიებდნენ, როგორც “ჩინურ ტაიპეის”. ამის მიუხედავად, ჩინეთმა ბოიკოტი გამოუცხადა 1980 წლის მოსკოვის თამაშებს.
ერები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გახსნის ცერემონიაში
რედაქტირებაშვიდმა ქვეყანამ მონაწილეობა მიიღო თამაშებში გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის გარეშე: [21]
დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები გახსნის ცერემონიაზე
რედაქტირებაორმა ქვეყანამ გაგზავნა თითო წარმომადგენელი (დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები), რომლებიც ოლიმპიურ სტადიონზე დაესწრნენ გახსნის ცერემონიას ოლიმპიური დროშის ქვეშ.
- დიდი ბრიტანეთი — რიჩარდ პალმერი[22]
- ირლანდია — კენ რაიანი[23]
ოლიმპიური დროშის ქვეშ მყოფი სპორტსმენები
რედაქტირებასულ მცირე 5-მა ეროვნულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა გამართულ თამაშებში ოლიმპიური დროშის ქვეშ მათი შესაბამისი ეროვნული დროშის ნაცვლად. რადგან მათი მონაწილეობა ოფიციალურად იყო სანქცირებული შესაბამისი ქვეყნების მიერ.[21]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Smothers, Ronald (July 19, 1996). „OLYMPICS;Bitterness Lingering Over Carter's Boycott“.
- ↑ Doder, Dusko. (May 9, 1984) Soviets Withdraw From Los Angeles Olympics.
- ↑ U. Tulli, "Bringing Human Rights In: The Campaign Against the 1980 Moscow Olympic Games and the Origins of the Nexus Between Human Rights and the Olympic Games", in The International Journal of the History of Sport, Vol.33, Issue 16 (2016-2017) https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/09523367.2017.1315104
- ↑ Birth of Wayne Gretzky - Historica Canada. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-20. ციტირების თარიღი: 2020-05-11.
- ↑ http://www.emory.edu/EMORY_REPORT/erarchive/1996/August/ERaug.5/8_5_96carter.html
- ↑ „The Olympic Boycott, 1980“.
- ↑ Smith, Terence (January 20, 1980). „The President Said Nyet“.
- ↑ Secretariat: Planning a response to the hostile campaign against participation in the Moscow Olympics, 29 January 1980, St 195/3, The Bukovsky Archives: Communism on Trial.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 11 მაისი 2020.
- ↑ American Embassy Memorandum to Secretary of State, "Olympics: Lausanne IOC EXCOM Meeting" დაარქივებული 2020-07-25 საიტზე Wayback Machine. , 23 April 1980, US Department of State, FOIA
- ↑ Secretary of State Memorandum to All Diplomatic and Consular Posts Immediate, "Olympics: Mid-May Update", 16 May 1980, US Department of State, FOIA
- ↑ American Embassy Memorandum to Secretary of State and White House, "Olympics: IOC Message to Mr. Cutler" დაარქივებული 2020-07-25 საიტზე Wayback Machine. , April 27, 1980, US Department of State, FOIA
- ↑ Sarantakes, Nicholas Evan (2010). Dropping the Torch: Jimmy Carter, the Olympic Boycott, and the Cold War. New York: Cambridge University Press. ISBN 1139788566. p. 121.
- ↑ Sarantakes. Dropping the Torch, pp. 115–118.
- ↑ „Ali Spars With Second Thoughts As Africans Argue Boycott Issue“. 4 February 1980. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
- ↑ Ezra, Michael. Muhammad Ali's Strange, Failed Diplomatic Career (June 5, 2016). ციტირების თარიღი: 10 June 2017.
- ↑ „Muhammad Ali: Africa remembers the boxing legend“. June 9, 2016. ციტირების თარიღი: September 4, 2016.
- ↑ Associated Press (April 23, 1980). „Governments slapped for boycott pressure“. The Spokesman-Review. p. C1. ციტირების თარიღი: August 8, 2012.
- ↑ Golan, Galia; Soviet Policies in the Middle East: From World War Two to Gorbachev; p. 193 ISBN 9780521358590
- ↑ Freedman, Robert O.; Moscow and the Middle East: Soviet Policy since the Invasion of Afghanistan, p. 78 ISBN 0-521-35976-7
- ↑ 1980 Moscow. olympic.org.nz
- ↑ 21.0 21.1 „Partial Boycott – New IOC President“. Keesing's Record of World Events. 26: 30599. December 1980.
- ↑ „Only The Bears Were Bullish“. July 28, 1980.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (December 30, 2010).