მუჰამედ ალი (ინგლ. Muhammad Ali; დაბადებით კასიუს კლეი, ინგლ. Cassius Clay; დ. 17 იანვარი, 1942 — გ. 3 ივნისი, 2016[1]) — ამერიკელი მოკრივე. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ნახევრადმძიმე წონაში. მძიმე წონაში პროფესიონალთა შორის მრავალგზის ჩემპიონი (1964-1974). სახელი გამოიცვალა ისლამზე მოქცევის გამო.

მუჰამედ ალი
საერთო ინფორმაცია
სრული სახელი კასიუს მარსელუს კლეი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
დაიბადა 17 იანვარი, 1942
ლუისვილი, აშშ
გარდაიცვალა 3 ივნისი, 2016 (74 წლის)
სკოტსდეილი, აშშ
სიმაღლე 192
ხელების მოქნევა 203
პროფესიონალური კარიერა
პირველი ბრძოლა 29 ოქტომბერი 1960
ბრძოლა 61
მოგება ნოკაუტით 37
ფრე 0

ბიოგრაფია

რედაქტირება

კასიუს კლეი კენტუკიში, ლუსვილში დაიბადა. მან 1959 და 1960 წლებში „ოქროს ხელთათმანების“ სამოყვარულო ტურნირში გაიმარჯვა, ხოლო იმავე 1960 წელს მძიმეწონოსანთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. კლეი თავს ყველაზე დიდ მოკრივედ აცხადებდა და მას პრეტენზიულ სპორტსმენადაც თვლიდნენ, ვიდრე ამ პრეტენზიის საფუძვლიანობა არ დაამტკიცა. ოლიმპიური წარმატების შემდეგ პროფესიონალი გახდა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ კი უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო.

1964 წელს კლეიმ ისლამი აღიარა და მუჰამედ ალი დაირქვა. რელიგიური შეხედულებების გამო მან უარი თქვა ამერიკის არმიაში სამსახურზე და მონაწილეობა არ მიიღო ვიეტნამის ომში. საკუთარი ქვეყნის სამსახურზე უარის თქმის გამო, ალის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და კრივს 1967 წლიდან 1970 წლამდე ჩამოაშორეს.

ალი რინგზე 70-იან წლებში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ტიტული ორჯერ დაკარგა, 1974 წელს კვლავ დაიბრუნა ჯორჯ ფორმანთან ორთაბრძოლაში, რომელსაც „აურზაური ჯუნგლებში“ უწოდეს, 1978 წელს კი ლეონ სფინქსთან გამართულ მატჩში. ამგვარად, ალი პირველი მძიმეწონოსანი მოკრივე გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Schuppe, Jon (June 3, 2016). „Muhammad Ali, "The Greatest" of all time, dead at 74“. NBC News. ციტირების თარიღი: June 3, 2016.