„ზასტავა“ (რუს. - საყარაულო, საგუშაგო) — სიტყვა ქართულში გაჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში, როცა აღმოსავლეთ საქართველოში დამყარდა რუსული მმართველობა (1801). თბილისში მოსკოვის „ზასტავა“ ჩრდილოეთიდან (რუსეთიდან) შემოსასვლელ გზას აკონტროლებდა და მდებარეობდა ახლანდელი რუსთაველის მოედნის სიახლოვეს. მოსკოვის „ზასტავის“ მახლობლად გაჩნდა სამსახურიდან გადამდგარ სამხედრო მოსამსახურეთა (ძირითადად ზასტაველთა) დასახლება, რასაც შემდეგ „მოსკოვის ქუჩა“ ეწოდა (ახლანდეელი ძმები კაკაბაძეების ქუჩა). ერევნის „ზასტავა“ აკონტროლებდა ქალაქში შემოსასვლელ სავაჭრო-სატრანზიტო გზას, მდებარეობდა ორთაჭალასთან, ახლანდელი 300 არაგველის მემორიალის მახლობლად. კახეთის „ზასტავა“ მტკვრის მარცხენა მხარეს იყო, კახეთის გზაზე და აღმოსავლეთიდან ქალაქში შემოსასვლელ გზას აკონტროლებდა.

ლიტერატურა

რედაქტირება