ზარდახანა (სპარს. ზარრადხანე) — არსენალი, სამხედრო საჭურვლის საწყობი, სადაც ინახავდნენ სამხედრო აღჭურვილობას, ცხენის აკაზმულობას და სხვა. ზარდახანა სამხედრო უწყების დაწესებულება იყო და უშუალოდ ამილახორს ემორჩილებოდა. მას განაგებდა ზარდახანას უხუცესი.

ზარდახანის მოხელეები იყვნენ მოლარე და მწიგნობარი, აგრეთვე მისრატულთუხუცესი და მისრატულები (უზანგის დამჭერები), რომლებიც მეფეს ემსახურებოდნენ ცხენით მოგზაურობის დროს. ზარდახანას წელიწადში ერთხელ ამოწმებდნენ ამილახორი, მეაბჯრეთუხუცესი, ზარდახანის უხეცესი და მწიგნობარი (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის მოხელე).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული სამართლის ძეგლები, ივ. სურგულაძის გამოც., თბ., 1970;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928;