ზანდუკლისხევი
ზანდუკლისხევი, იგივე საკანაფოსხევი — მდინარე, ერთვის არაგვს სოფელ არანისთან. სახელწოდება მომდინარეობს აზნაურ ზანდუკელთა გვარიდან, რომელთაც რეზიდენცია ჰქონდათ სოფელ არანისში და წარმოშობით გუდამაყრის სოფ. ზანდუკიდან იყვნენ. ზანდუკლისხევს ახსენებს ვახუშტი ბატონიშვილი ბაზალეთ-არაგვისპირის აღწერისას.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 308.