ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზამთრის არხი (რუს. Зимняя канавка) — სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი არხი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ რაიონში. არხი აკავშირებს ნევისა და მოიკის რაიონებს ზამთრის სასახლესთან.

ნევისა და მოიკის დამაკავშირებელი პატარა არხი, 1718-1719 წლებში იქნა გაყვანილი. სამუშაოებს ზედამხედველობდა ცნობილი სამშენებლო კონტრაქტორი ვასილი ოზეროვი. 1783-1787 წლებში, პეტრე I-ის ზამთრის სასახლის უბანში აშენდა ერმიტაჟის თეატრის კლასიკური სამსართულიანი შენობა, რომლის ავტორია გამოჩენილი არქიტექტორი ჯაკომო კვარენგი. ამავდროულად, დიდი ერმიტაჟის მშენებლობა დასრულდა არხის საპირისპირო ნაპირზე 1771-1787 წლებში, არქიტექტორი ი. მ. ფელტენი. 1987 წელს არხის სანაპირო საფარი შეიცვალა. ასფალტის ნაცვლად, ავტომობილების სავალ ადგილას ახალი გზის საფარი დაიგო.

სახელწოდება

რედაქტირება

არხის თავდაპირველი სახელი იყო „ძველი პალასის არხი“ - ეს სახელი გაჩნდა 1738 წელს, მაგრამ სინამდვილეში ეს არ იყო ფართოდ გამოყენებული. ყოველდღიურ ცხოვრებაში, მას უწოდებდნენ ზამთრის სახლის ან ზამთრის სასახლის არხს, ზოგჯერ უბრალოდ ზამთრის არხად მოიხსენიებდნენ.

პატარა ზამთრის არხზე არის სამი ხიდი, ესენია: ზამთრის პირველი, ზამთრის მეორე ხიდი და ერმიტაჟის ხიდი. პირველი ზამთრის და ერმიტაჟის ხიდები XVIII საუკუნეში აშენდა, ხოლო ერმიტაჟის ხიდი სანქტ-პეტერბურგში იმდროისთვის პირველი ქვის ხიდი იყო. ზამთრის მეორე ხიდი კი აშენდა 1960 წელს. აღნიშნული ხიდები შემორჩენილია ჩვენამდე თავდაპირველი სახით.

ადგილმდებარეობა

რედაქტირება

ზამთრის არხის სიგრძე 228 მეტრია (ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე არხი), მისი სიგანე კი დაახლოებით 20 მეტრია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 446. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 311—312. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 49. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზამთრის_არხი“-დან