ზალიშჩიკი

(გადამისამართდა გვერდიდან ზალეშჩიკი)

ზალიშჩიკი (უკრ. Заліщики, გერმ. Salischtschyky, პოლ. Zaleszczyki) — ქალაქი უკრაინაში. მდებარეობს ტერნოპილის ოლქის ზალიშჩიკის რაიონში, არის ზალეშჩიკის საქალაქო საბჭოს ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
ზალიშჩიკი
Заліщики
გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი ტერნოპილი
მუნიციპალიტეტი ზალიშჩიკი
კოორდინატები 48°38′21″ ჩ. გ. 25°44′14″ ა. გ. / 48.63917° ჩ. გ. 25.73722° ა. გ. / 48.63917; 25.73722
პირველი ხსენება 1578
ამჟამინდელი სტატუსი 1750
ფართობი 7,16 კმ²
ცენტრის სიმაღლე 179 მეტრი
მოსახლეობა 9 739 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 1360,2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 48600, 48601, 48602, 48603, 48604 და 48605
საავტომობილო კოდი BO
ოფიციალური საიტი http://zalrada.gov.ua/
ზალიშჩიკი — უკრაინა
ზალიშჩიკი

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს მდინარე დნესტრის მარცხენა ნაპირზე. მდინარის დინების ზემო ნაწილში ესაზღვრება სოფელი პეჩორნა, მდინარის დინების ქვემოთ სოფელი დობროვლიანი, მდინარის მეორე ნაპირზე მდებარეობს დაბა კოსტრიჟევკა დ სოფლები ზვენიაჩინი და კრეშჩატიკი. ქალაქზე გადის რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო საავტომობილო გზატკეცილი და რკინიგზის ხაზი.

ზალიშჩიკის ტერიტორია დასახლებული ჩანს უძველესი დროიდან, რადგან აქ აღმოჩენილია გვიანი პალოლითისათვის დამახასიათებელი ტრიპოლისა და ლიპიცკის კულტურების ნაშთები. ქალაქი 1469 წელსა მოხსენიებული, როგორც დობროვლიანის გარეუბანი ზალესიეს სახელით. XVI საუკუნეში ზალეშჩე ეწოდება, ხოლო სახელწოდება ზალიშჩიკი 1578 წლიდან ფიქსირდება. თანამედროვე ქალაქი დაარსდა დაახლოებით 1750 წელს ამავე სახელწოდების სოფლის ადგილზე. აღნიშნული სოფელი დღეს ძველი ზალიშჩიკის შემადგენელი ნაწილია. 1766 წელს ქალაქმა მიიღო მაგდებურგის უფლებები, 1774 წლიდან პოვიატის ქალაქის სტატუსი.

1941 წლის 7 ივლიის ქალაქი გერმანიამ დაიპყრო, ხოლო გაათავისუფლეს 1944 წლის 24 მარტს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: