ზაირა ვადაჭკორია
ზაირა ვადაჭკორია (დ. 9 ივლისი, 1957, ბათუმი) — ქართველი დირიჟორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1979 წელს დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი,1984 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (გუნდის დირიჟორობა).
1996 წელს დააარსა აჭარის ქალთა კამერული გუნდი და ამავე წლიდან არის გუნდის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რეპერტუარი, ქართული: ი. კეჭაყმაძე „მამაო ჩვენო“, „თავსა უფლად ნურვინ ჰგონებ“, „დაღამდება ტყეში ოდეს“, „ალნი“, „აქედანა და შენამდე“, ი. ბარდანაშვილი „მუსიკალური მომენტი“, „ფსალმები“, „დიმპიტაური“, რ. კაჟილოტი საგუნდო მინიატურა, რ. ხორავა „ჩემო ყველავ“, „მეგრული ნანა“, „სახუმარო“, ჯ. ბეგლარიშვილი "Memori", ო. თაქთაქიშვილი „საჭიდაო“, ტ. დარჩია „ალილო“, „შავჩოხიანო“, „წმინდაო ნინო“, მიღებული აქვს საქართველოს დიპლომები, საპატიო სიგელები (1988, 2001, 2004), მიღებული აქვს საგუნდო მუსიკის საერთაშორისო კონკურსის დიპლომი, მედალი, სიგელი (ვარნა–ბულგარეთი, 1997), საგუნდო მუსიკის საერთაშორისო კონკურსის დიპლომი (ანკარა–თურქეთი, 1998), საერთაშორისო სერტიფიკატის (ჰარვარდის უნივერსიტეტი, 2010), „ენა და კულტურა“ ქუთაისის კონფერენცია, საერთაშორისო სერტიფიკატი (2010). აკადემიური გუნდის დირიჟორი, მუსიკის ხელოვნების დოქტორი.
2012 წელს ზაირა ვადაჭკორიამ დაიცვა დისერტაცია მუსიკის ხელოვნების დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე — „იოსებ კეჭაყმაძის საგუნდო ნაწარმოებების ინტერპრეტაციის საკითხისათვის“ და მიენიჭა მუსიკის ხელოვნების დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
ჯილდოები
რედაქტირება- 2012 – ღირსების მედალი
- 2003 – აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი თბ., 2015 გვ.170