ზაზა შეყილაძე
ზაზა შეყილაძე (დ. 17 ნოემბერი, 1963) — ქართველი ეკონომისტი და ფინანსისტი. საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილე 2023 წლის 11 აპრილიდან.[1]
ზაზა შეყილაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 ნოემბერი, 1963 |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | გენერალური აუდიტორის მოადგილე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1985 წელს. ამავე უნივერსიტეტში 1988 წელს მიიღო მაკროეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.
2014-2023 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ხელმძღვანელობდა სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტს. 2002-2008 წლებში კი, მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (კონტროლის პალატაში) მთავარი კონტროლიორის თანამდებობა ეკავა.
1988-1991 წლებში ზაზა შეყილაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო, 1991-1994 წლებში კი ყვარლის რაიონის გამგეობაში ხელმძღვანელი თანამდებობები (პრეფექტის მოადგილე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე) ეკავა. 1994 -1996 წლებში, ის სს „აგრომრეწვბანკის“ ყვარლის განყოფილების მმართველი იყო, 1996–2000 წლებში კი, სს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გურჯაანის რეგიონალურ ფილიალს ხელმძღვანელობდა. 2008-2014 წლებში, საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობდა. აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გენერალურ აუდიტორს ახალი მოადგილეები ჰყავს დაარქივებული 2023-04-27 საიტზე Wayback Machine. bm.ge