ზაზა ოსმანოვი

ქართველი ფიზიკოსი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკის სკოლის კოორდინატორი

ზაზა ოსმანოვი — ქართველი ფიზიკოსი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკის სკოლის კოორდინატორი.

ზაზა ოსმანოვი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტი
ალმა-მატერი
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი, დოქტორი
გავლენა მოახდინეს
სამეცნიერო სფერო ფიზიკა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ამავე უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში, ხოლო მომდევნო პერიოდში გაემგზავრა ტურინის (იტალია) უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით დაიცვა სადოქტორო ხარისხი ფიზიკის დარგში.[1]

დისერტაციის დაცვის შემდეგ აქტიურ სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას ეწევა ასტროფიზიკაში. ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე და აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის რამდენიმე წამყვან კვლევით ცენტრთან. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. [1]

2019 წელს ზაზა ოსმანოვმა იტალიელი მეცნიერის, ენრიკო ფერმის ჩამოყალიბებულ ფერმის პარადოქსს ახალი ახსნა გამოუძებნა, რომელიც ჟურნალ International Journal of Astrobiology-ში გამოქვეყნდა.[2]

ასტროფიზიკოსი მიიჩნევს, რომ კაცობრიობამ უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის კვალი იმიტომ ვერ აღმოაჩინა, რომ ისინი კოსმოსური ხომალდების ნაცვლად ნანოსტრუქტურულ ზონდებს იყენებენ.[3][4]

ოსმანოვის იდეა ეფუძნება ფონ ნოიმანის ზონდების ჰიპოთეტურ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც, გალაქტიკებში მოგზაურობა-კვლევისთვის არამიწიერი ცივილიზაციები შესაძლოა, თვითაღწარმოებად ხომალდებს იყენებენ, თანაც ისე, რომ ამისათვის საჭირო არ არის, თავადაც დატოვონ მშობლიური პლანეტა.[3]

ნოიმანის ზონდების შესაძლო ფუნქციონირების გარკვევის წინა მცდელობები ერთ საერთო პრობლემას წააწყდა — თვითაღწარმოებას ახალი მასალებით გამუდმებული მომარაგება სჭირდება და უცნობია, არის თუ არა ღრმა კოსმოსში მონახულების ღირსი საკმარისი პლანეტა ან კლდოვანი სხეული.

ამ პრობლემის დასაძლევად, ზაზა ოსმანოვმა ხომალდების მასშტაბები შეამცირა. მიკროსკოპულ ზონდებს გზადაგზა გაცილებით ცოტა მასალა დასჭირდებათ და შესაძლოა, ენერგიის მხრივ სულაც დამოკიდებული იყვნენ ვარსკვლავთშორისი სივრცის მტვერში მოფარფატე წყალბადის ატომებზე.[3]

ფერმის პარადოქსი ეხება აშკარა წინააღმდეგობას არამიწიერი სიცოცხლის არსებობის არანაირ მტკიცებულებასა და მის დიდ ალბათობას შორის. ამ მოვლენას სახელი მეცნიერ ენრიკო ფერმის პატივსაცემად უწოდეს.

ოსმანოვის ნაშრომს გამოეხმაურა ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი ფრიმენ დაისონი. ის მიმართავს ოსმანოვს: „პროფესორო ოსმანოვ, თქვენი სამეცნიერი ნაშრომის ხიბლი არის ის რომ შესაძლებელია ჩატარდეს ცდები, რისი საფუძველზეც თქვენი თეორია კიდევ უფრო გამყარდება. ამით გავზრდით შანსს, რომ დამტკიცდეს თქვენი მოსაზრება და კიდევ უფრო მეტი აღმოჩენების საფუძველი გახდეს.“[5]

თანამშრომლობს წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრთან. ცენტრის ფარგლებში სტატიებს აქვეყნებს რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთკავშირის თემაზე, აღნიშნული თემატიკის გარშემო ხშირად მართავს სემინარებს და ცენტრში კურირებს მეცნიერებისა და რელიგიის მიმართების საკითხებს.[1]

პუბლიკაციები

რედაქტირება
  1. Mahajan S., Machabeli G., Osmanov Z. & Chkheidze N. "Ultra High Energy Electrons Powered by Pulsar Rotation". Nature Scientific Reports, 3, 1262 (2013)
  2. Osmanov Z. & Chkheidze N. "Synchrotron Emission Driven by the Cherenkov-drift Instability in Active Galactic Nuclei".Astrophysical Journal, 764, 59, (2012)
  3. Osmanov Z., Rogava A. & Poedts S. "Self-heating in kinematically complex magnetohydrodynamic flows". Physics of Plasmas, 19, 012901-012901-6 (2012)
  4. Chkheidze N. & Osmanov Z. "On the mechanism of the pulsed high-energy emission from the pulsar PSR B1509-58". MNRAS, 419, 2391, (2012)
  5. Osmanov Z. "The generation of connected high and very high energy gamma-rays and radio emission in active galactic nuclei". Astronomy and Astrophysics, 530, 75, (2011) (astro-ph.HE/1104.1553)
  6. Chkheidze N., Machabeli G. & Osmanov Z. "On the Very High Energy Spectrum of the Crab Pulsar". Astrophysical Journal, 730, 62, (2011) (astro-ph.HE /1012.3275)
  7. Osmanov Z. "The influence of corotation on high-energy synchrotron emission in Crab-like pulsars". MNRAS, 411, 973, (2011) (astro-ph.HE /1009.4183)
  8. Osmanov Z. "On the Simultaneous Generation of High-energy Emission and Submillimeter/Infrared Radiation from Active Galactic Nuclei". Astrophysical Journal, 721, 318, (2010) (astro-ph.HE /1012.3578)
  9. Osmanov Z. & Machabeli G. "Quasi-linear diffusion driving the synchrotron emission in active galactic nuclei". Astronomy and Astrophysics, 516, 12, (2010) (astro-ph.GA /0910.3943)
  10. Rogava A.D., Osmanov Z. & Poedts S. "Self-heating and its possible relationship to chromospheric heating in slowly rotating stars". MNRAS, 404, 224, (2010) (astro-ph.SR/0909.5400)
  11. Osmanov Z. "Is very high energy emission from the BL Lac 1ES 0806+524 centrifugally driven". New Astronomy, 15, 351-355, (2010) (astro-ph.HE /0901.1235)
  12. Machabeli G., Osmanov Z. "On the very high energy pulsed emission in the Crab pulsar". Astrophysical Journal, 709, 547-551, (2010) (astro-ph.HE/0907.1385)
  13. Machabeli G. & Osmanov Z. "On the synchrotron emission mechanism in the recently detected VHE radiation from the Crab pulsar". Astrophysical Journal Letters,700, 114-117, (2009) (astro-ph.HE/0901.3470)
  14. Osmanov Z., Shapakidze D., Machabeli G. "Dynamical feedback of the curvature drift instability on its saturation process". Astronomy and Astrophysics, 503, 19-24, (2009), (astro-ph /0711.0295)
  15. Osmanov Z. & Rieger F. "On particle acceleration and very high energy gamma-ray emission in Crab-like pulsars". Astronomy and Astrophysics, 502, 15-20, (2009), (astro-ph.HE/0906.1691)
  16. Osmanov Z., Mignone A., Massaglia S., Bodo G., Ferrari A. "On the linear theory of Kelvin-Helmholtz instabilities of relativistic magnetohydrodynamic planar flows". Astronomy and Astrophysics, 490, 493-500, (2008), (astro-ph/0802.2607)
  17. Osmanov Z. "Efficiency of the centrifugally induced curvature drift instability in AGN winds". Astronomy and Astrophysics, 490, 487-492, (2008), (astro-ph/0803.0395)
  18. Osmanov Z. "Centrifugally driven electrostatic instability in extragalactic jets" Physics of Plasmas, 15, 032901-032901-7, (2008), (astro-ph/0706.0392)
  19. Osmanov Z., Dalakishvili G., Machabeli G. "On the reconstruction of a magnetosphere of pulsars nearby the light cylinder surface" MNRAS, 383, 1007-1014, (2008), (astro-ph/0705.4574)
  20. Osmanov Z., Rogava A.D., Bodo G. "On the efficiency of particle acceleration by rotating magnetospheres in AGN". Astronomy and Astrophysics 470, 395-400, (2007) (astro-ph/0609327)
  21. Machabeli G., Osmanov Z. & Mahajan S. "Parametric mechanism of the rotation energy pumping by a relativistic plasma". Physics of Plasmas 12, 062901-062901-6 (2005)
  22. Rogava A.D., Poedts S. & Osmanov Z. "Transient shear instability of differentially rotating and self-gravitating dusty plasma". Physics of Plasmas 11, 1655-1662, (2004).
  23. Rogava A.D., Bodo G., Massaglia S. & Osmanov Z. "Amplification of MHD waves in swirling astrophysical flows". Astronomy and Astrophysics 408, 401-408, (2003)
  24. Rogava A.D., Dalakishvili G., Osmanov Z. "Centrifugally driven relativistic dynamics on curved trajectories". General Relativity and Gravitation 35, pp.1133-1152, (2003).
  25. Osmanov Z., Machabeli G., Rogava A. D."Electromagnetic waves in a rigidly rotating frame". Physical Review A 66, 042103 (2002).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება