ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფერმის პარადოქსი ეხება აშკარა წინააღმდეგობას არამიწიერი სიცოცხლის არსებობის არანაირ მტკიცებულებასა და მისი დიდი ალბათობას შორის. ამ მოვლენას სახელი მეცნიერ ენრიკო ფერმის პატივსაცემად უწოდეს. ენრიკო ფერმისა და მაიკლ ჰარტის მიერ გამოთქმული არგუმენტები შემდეგია:

  • გალაქტიკაში მილიარდობით ვარსკვლავია, რომლებიც ჰგვანან მზეს და მათი დიდი ნაწილი მზის სისტემაზე რამდენიმე მილიარდი წლით უფრო ასაკოვანია.
  • დიდი ალბათობით ზოგ ამ ვარკვლავს გარშემოუვლის დედამიწის მსგავსი პლანეტები და მათგან ზოგზე შეიძლება არსებობდეს განვითარებული ინტელექტუალური სიცოცხლის ფორმები.
  • ზოგს ამ ცივილიზაციებთაგან შესაძლოა გამოგონებული ჰქონდეს ვარსკვლავთაშორისი მოგზაურობა, რასაც დედამიწაზე მცხოვრებნი ახლა ვცდილობთ.
  • დღესდღეობით ჩვენს მიერ ნავარაუდები ვარსკვლავთაშორისი მოგზაურობის დაბალი სიჩქარის გათვალისწინებითაც კი, ირმის ნახტომის გალაქტიკის მთლიანად გასვლას რამდენიმე მილიონი წელი სჭირდება.
არესიბოს გზავნილის გრაფიკული წარმოდენა, რომელიც კაცობრიობის პირველი მცდელობა იყო რადიოტალღები გამოეყენებინა უცხოპლანეტელ ცივილიზაციებთან აქტიური კომუნიკაციის დამყარებისათვის.

ამ მსჯელობის თანახმად, დედამიწა უცხოპლანეტელების მიერ უკვე მონახულებული უნდა იყოს.

ამ ყველაფერს ფერმის სახელს უკავშირებენ მისი ერთ-ერთი შემთხვევითი საუბრის გამო, რომელიც გაიმართა 1950 წლის ზაფხულს მის ფიზიკოს კოლეგებთან ერთად. სასადალოდ მიმავალნი განიხილავდნენ ბოლოდროინდელ ცნობებს ფრინავი თეფშების შესახებ და შესაძლებლობას სინათლის სიჩქარეზე სწრაფი მოგზაურობისა. საუბრისას სხვა თემებსაც შეეხნენ, სანამ საუზმის დროს ფერმიმ უცბად არ თქვა, "სად არიან ისინი?".

მრავალჯერ უცდიათ ფერმის პარადოქსის ახსნა. ძირითადად მიიჩნევენ, რომ ან აზროვნების შესაძლებლობის მქონე უცხოპლანეტელები ძალიან დიდი იშვიათობაა, ანდა გვთავაზობენ მიზეზებს, თუ რატომ არ დაუკავშირდნენ ან მოინახულეს მსგავმა ცივილიზაციებმა პლანეტა დედამიწა.