ზაალ ქიქოძე (რევოლუციონერი)

ტერმინს „ზაალ ქიქოძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ზაალ ქიქოძე (არქეოლოგი).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქიქოძე.

ზაალ იოსების ძე ქიქოძე (დ. 1896, ბახვი, — გ. 24 დეკემბერი, 1922, აბასთუმანი) — ქართველი რევოლუციონერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა რევოლუციური წრეების მუშაობაში. 1917 წელს მონაწილეობდა თებერვლის რევოლუციასა და ოქტომბრის გადატრიალებაში. მუშაობდა პეტროგრადის რევკომში. 1918 წელს მოსკოვში მუშაობდა ეროვნებათა სახალხო კომისარიატში. 1919 წელს გაგზავნეს ყირიმში. 1918-1919 წლებში მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულებებში, რის გამოც ორჯერ იყო დაპატიმრებული. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ მუშაობდა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოში. დაკრძალულია თბილისში.

ლიტერატურა

რედაქტირება