ზაალ კოკაია

ქართველი მეცნიერი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კოკაია.

ზაალ კოკაია (დ. 29 მაისი, 1962) — ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი მკვლევარი (Founding PI) და დირექტორი (2011–2020)[1], ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიისა და რეგენერაციული მედიცინის „StemTherapy-ს“ სტრატეგიული კვლევითი პროგრამის კოორდინატორი (2011–2020).

ზაალ კოკაია
დაბ. თარიღი 29 მაისი, 1962(1962-05-29) (61 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
 შვედეთი
საქმიანობა ბიოლოგი და biomedical scientist
მუშაობის ადგილი ლუნდის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლუნდის უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ხელმოწერა

პირადი ცხოვრება და კარიერა რედაქტირება

ზაალ კოკაია 1962 წლის 29 მაისს, ქალაქ თბილისში დაიბადა. ჰყავს მეუღლე, თამარ ჩიქოვანი და ორი შვილი: გიორგი და ლუკა.

1979 წელს წარჩინებით დაამთავრა ქალაქ თბილისის 24-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო.

1984 წელს წარჩინებით („წითელი დიპლომით“) დაამთავრა თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით „ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია. ამავე წელს სწავლა განაგრძო ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას ხელმძღვანელობით. 3 წლის შემდეგ, 1987 წელს, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კატის ქერქული ნეირონების ჰიპერპოლარიზაციული პონტეციალების იონური მექანიზმები“ და განაგრძო მუშაობა იმავე ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე.

ზაალ კოკაიამ 1990 წელს მიიღო შვედეთის ინსტიტუტის სტიპენდია და სამცნიერო პროექტის შესასრულებლად რამდენიმე თვით ლუნდის უნივერისტეტში ჰისტოლოგიის კათედრაზე სამუშაოდ გაემგზავრა. 1992 წელს იგი კვლავ დაბრუნდა შვედეთში ლუნდის უნივერისტეტში, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. ამის შემდეგ, 1997 წელს, ზაალ კოკაიას საქართველოში მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1999 წელს ქართველმა მეცნიერმა ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტის წოდებაც დაიმსახურა ექსპერიმენტული ნევროლოგიის დარგში, ხოლო 2002 წელს მოიპოვა ლუნდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობა (მუდმივი) ექსპერიმენტული მედიცინის დარგში. ერთი წლის შემდეგ ზაალ კოკაია სათავეში ჩაუდგა ლუნდის უნივერსიტეტში ახლად დაარსებული ღეროვანი უჯრედების და უჯრედული თერაპიის სტრატეგიული ცენტრის ნერვული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიის ლაბორატორიას. რამდენიმე წელში კი ამავე ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ჩააბარეს, ხოლო 2011 წლიდან გახდა დირექტორი და უხელმძღვანელა ცენტრს 2020-მდე. 2007–2011 წლებში ზაალ კოკაია იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმის „StemStroke“-ის ხელმძღვანელი, ხოლო 2012–2015 წლებში კოორდინერებას უწევდა ევროკავშირის FP7 კონსორციუმს — „TargetBraIn“. 2008 წლიდან არის ლუნდის უნივერსიტეტის კლინიკური მეცნიერების კათედრის ნევროლოგიის განყოფილების პროფესორი (სრული, მუდმივი თანამდებობა) ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის დარგში.[1] მისი კვლევის ძირითაი თემაა ღეროვანი უჯრედების შესაძლო გამოყნება თავის ტვინის ინსულტით გამოწვეული ფუნქციური დარღვევების აღსადგენად. ზაალ კოკაია არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი (2009 წლიდან) და უძღვება 2 სავალდებულო კურსს ფაკულტეტის დოქტორანტებისთვის.

ზაალ კოკაიას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერებაში (2019).[2]

სქოლიო რედაქტირება