ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვულუორზ ბილდინგი (Woolworth Building) ანუ ვულუორზის შენობა, 60 სართულით ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე განთქმული ცათამბჯენია ნიუ-იორკ სიტიში. აშენებიდან 90 წელზე მეტი ხნის შემდეგ ის კვლავაც აშშ-ის 50 ყველაზე მაღალ შენობათა სიაში რჩება, ისევე როგორც 20 ყველაზე მაღალ შენობათა რიგში ქალაქ ნიუ-იორკში.

ვულუორზ ბილდინგი
Woolworth Building
ვულუორზ ბილდინგი
ვულუორზ ბილდინგი

ვულუორზ ბილდინგი იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 1913-დან 1930-მდე.*

წინამორბედი მეტროპოლიტენ ლაიფ ტაუერი
შემდეგი 40 უოლ სტრიტი
ინფორმაცია
მისამართი 223 ბროდვეი, მანჰეტენი, აშშ
სტატუსი დასრულებული
აშენდა 1913
ტექნიკური დეტალები
სართული 241 მ / 60 სართ.
კომპანიები
არქიტექტორი კას გილბერტი
დამკვეთი ვულუორზი
*ცხოვრებისთვის სრულად ვარგისი, ცალკე მდგომი მთავარი შესასვლელიდან უმაღლეს სტრუქტურულ დონემდე;
იხ. მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები სხვა კლასიფ.-თვის.

შენობა ნეო-გოტიკურ სტილშია აგებული არქიტექტორ კას გილბერტის მიერ, 1910 წელს ფრენკ ვულუორზის დაკვეთით, რომელსაც სურდა ბროდვეიზე ახალი შტაბ-ბინის აშენება. შენობა მდებარეობს პარკ პლეისსა და ბარკლეი სტრიტს შორის ქვემო მანჰეტენზე ქალაქის მერიის პირდაპირ. გაიხსნა 1913 წლის 24 აპრილს. თავდაპირველი ჩანაფიქრით შენობა 190.5 მ სიმაღლის უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ 241 მ. გახდა; მისი მშენებლობა 13,5 მილიონი დოლარი დაჯდა, რომელიც ვულუორზმა ნაღდი ფულით გადაიხადა.

მისი ბრწყინვალებისა და ევროპულ გოთურ ტაძრებთან მსგავსების გამო გახსნისას მას მყისვე "კომერციის საკათედრო ტაძარი" შეარქვეს, და ის მსოფლიოს უმაღლესი შენობა იყო 1930 წელს კრაისლერ ბილდინგის აშენებამდე. 58-ე სართულზე მდებარე სათვალთვალო ვერანდა ტურისტების გამორჩეული ადგილი იყო 1945 წლამდე.

შენობის მასიური ლითონის კარკასის პროექტი ეკუთვნის ინჟინერ გუნვალდ აუსს. სწრაფმავალი ლიფტები იმდროისთვის ტექნიკის ბოლო გამოძახილი იყო. პირველ მდგმურთა შორის იყვნენ ირვინგ ტრასტ ბანკი და კოლამბია რეკორდსი; ამ უკანასკნელს მისი მთავარი ნიუ-იორკის ჩამწერის სტუდია სწორედ ამ შენობაში ჰქონდა.

შენობა ვულუორზ კომპანიის მფლობელობაში იყო 85 წლის განმავლობაში, 1998 წლამდე, რის შემდეგაც იგი შეისყიდა ვიტკოფ გრუპმა $155 მილიონად.

ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს სულ რამდენიმე ბლოკში განხორციელებული ტერაქტების გამო გაზრდილი დაცვითი ღონისძიებების გატარების შემდეგ შენობის მთავარი ვესტიბიული დამთვალიერებელთათვის მიუწვდომელი გახდა.

ფოტოგალერეა

რედაქტირება
 
ვულუორზ ბილდინგი
 
ღრუბლებს შორის
 
დეტალი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება