ვულარი (ინგლ. Wular Lake) — დიდი მტკნარწყლიანი ტბა ინდოეთში, ჯამუ და ქაშმირში. ტექტონიკური წარმოშობისაა. ზედაპირის ფართობი 31-259 კმ², მაქსიმალური სიღრმე 14 მ. ტბის სიგრძეა 16 კმ, სიგანე 10 კმ.[1] გაწოლილია ქაშმირის ხეობის ჩრდილოეთ კიდეზე, ზღვის დონიდან 1580 მ სიმაღლეზე. ტბაზე გაედინება მდინარე ჯელამი. არის კუნძული ზაინულ-ლანკი. არსებით როლს თამაშობს ქაშმირის ხეობის ჰიდროგრაფიულ სისტემაში. სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზეა ქალაქი სოპორი. მდიდარია თევზით, მოიპოვება კობრი, გამბუზია, გოჭალა და სხვა. ბევრია ფრინველი. ვულარი 1990 წლის 23 მარტიდან დაცულია რამსარის კონვენციით.[2] ტბა და მისი შემოგარენი დაფარულია მარშებით.[1]

ვულარი
ვულარი
ვულარი
კოორდინატები: 34°20′ ჩ. გ. 74°36′ ა. გ. / 34.333° ჩ. გ. 74.600° ა. გ. / 34.333; 74.600
მდებარეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1580 
სიგრძე 16 კმ
სიგანე 9,6 კმ
ფართობი 31-259 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 14 
ჩამდინარე მდინარეები ჯელამი
გამომდინარე მდინარე ჯელამი
ვულარი — ინდოეთი
ვულარი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Wular Lake. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-03. ციტირების თარიღი: 2020-04-17.
  2. Wular Lake | Ramsar Sites Information Service