ვსევოლოდ კოჩეტოვი

ვსევოლოდ ანისიმის ძე კოჩეტოვი (რუს. Всеволод Анисимович Кочетов; დ. 22 იანვარი (4 თებერვალი), 1912, ნოვგოროდი — გ. 4 ნოემბერი, 1973, მოსკოვი) — რუსი საბჭოთა მწერალი. სკკპ წევრი (1944).

ვსევოლოდ კოჩეტოვი
რუს. Всеволод Анисимович Кочетов
დაბადების თარიღი 22 იანვარი (4 თებერვალი), 1912[1] ან 4 თებერვალი, 1912(1912-02-04)[2] [1]
დაბადების ადგილი დიდი ნოვგოროდი
გარდაცვალების თარიღი 4 ნოემბერი, 1973(1973-11-04)[2] [1] (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი პერედელკინო
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი, რედაქტორი, პროზაიკოსი და სამხედრო კორესპონდენტი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჟანრი რომანი და მოკლე რომანი
ჯილდოები მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, მედალი „ლენინგრადის დაცვისათვის“, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, „სსრკ-ის შეიარაღებული ძალების 50 წლისთავის“ საიუბილეო მედალი და ლენინის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პირველი ნაწარმოები 1934 წელს გამოაქვეყნა. ომის წლების გამოძახილია კოჩეტოვის მოთხრობები „ნევის სანაპიროს ნანგრევებზე“ (1946), „გარეუბანი“ (1947), „სამხედრო წლების ჩანაწერები“ (1946-1965). სოფლის ცხოვრებას მიუძღვნა მოთხრობა „ვის უნათებს მზე“ (1949), რომანი „სამშობლოს ცის ქვეშ“ (1950) და სხვები. მუშათა კლასის ცხოვრების ამსახველი ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა რომანია კოტევიჩის „ჟურბინები“ (1952). აქტუალურ საკითხებს ეხმაურებოდა რომანები „ძმები ერშოვები“ (1958), „საოლქო კომიტეტის დივანი“ (1961) და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება