ვიკიპედია:Huggle

(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:HG)

მალხმობები:
ვპ:HG
ვპ:HUG
ვპ:ჰგ
შეტყობინება Huggle-ის გამოყენებისას თქვენს მიერ განხორციელებულ ყველა ცვლილებაზე სრულად პასუხისმგებელი ხართ თვითონ. ამიტომ, გაეცანით ვიკიპედიის პოლიტიკას და სახელმძღვანელოებს; მიუღებელი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა თქვენ ჩამოგერთვათ პროგრამის გამოყენების უფლება ან დიბლოკოს თქვენი ანგარიში.
Huggle
ავტორი Gurch
მწარმოებელი იხ.
გამოვიდა 2008
ბოლო გამოშვება 3.4.12
პროგრამირების ენა C++, JavaScript
ოს Windows 2000 და შემდგომი, Linux, macOS
ლიცენზია GPL
საიტი github.com/huggle

Huggle (ჰაგლი) — ვიკიმედიის პროექტებში ვანდალიზმთან და სხვა არაკონსტრუქციულ ცვლილებებთან ბრძოლის ბრაუზერი, რომელიც გვერდის ვერსიებს შორის განსხვავების ადვილად დანახის და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილების მარტივად გაუქმების საშუალებას იძლევა. დაწერილია C++-ზე Qt ფრეიმვორკის გამოყენებით. თავდაპირველად პროგრამა შემუშავდა .NET Framework-ზე მომხმარებელ Gurch-ის მიერ, რომელიც ამჟამად ამ პროექტში აქტიური აღარ არის.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია Huggle-ის ჩამოტვირთვა, თუმცა ცვლილებების გასაუქმებლად აუცილებელია გამაუქმებლის დროშა (სტატუსი). Huggle-ის საშუალებით შესაძლებელია ბოლო ცვლილებებისათვის თვალყურის დევნება რეალურ დროში და, არაკონსტრუქციული რედაქტირების შემთხვევაში, მისი გაუქმება. პროგრამის მთავარი მამოძრავებელი მიზანია, რომ მოსალოდნელი ვანდალიზმის მიეხედავად, ვიკიპედიის გვერდები ღია დარჩეს ყველა მომხმარებლისათვის, რათა მათ დაუბრკოლებლად მიიღონ მონაწილეობა თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში, თუმცა, ამავდროულად, შემმოწმებელ-გამაუქმებლებს გაუმარტივდეთ გარკვეული პიროვნებების მიერ განხორციელებული ვანდალურ რედაქტირებებთან ბრძოლა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Huggle ვიკიმედიის ფაბრიკატორში
  • Huggle GitHub-ზე