ვიკიპედია:Huggle
Huggle | |
---|---|
ავტორი | Gurch |
მწარმოებელი | იხ. |
გამოვიდა | 2008 |
ბოლო გამოშვება | 3.4.12 |
პროგრამირების ენა | C++, JavaScript |
ოს | Windows 2000 და შემდგომი, Linux, macOS |
ლიცენზია | GPL |
საიტი | github.com/huggle |
Huggle (ჰაგლი) — ვიკიმედიის პროექტებში ვანდალიზმთან და სხვა არაკონსტრუქციულ ცვლილებებთან ბრძოლის ბრაუზერი, რომელიც გვერდის ვერსიებს შორის განსხვავების ადვილად დანახის და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილების მარტივად გაუქმების საშუალებას იძლევა. დაწერილია C++-ზე Qt ფრეიმვორკის გამოყენებით. თავდაპირველად პროგრამა შემუშავდა .NET Framework-ზე მომხმარებელ Gurch-ის მიერ, რომელიც ამჟამად ამ პროექტში აქტიური აღარ არის.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია Huggle-ის ჩამოტვირთვა, თუმცა ცვლილებების გასაუქმებლად აუცილებელია გამაუქმებლის დროშა (სტატუსი). Huggle-ის საშუალებით შესაძლებელია ბოლო ცვლილებებისათვის თვალყურის დევნება რეალურ დროში და, არაკონსტრუქციული რედაქტირების შემთხვევაში, მისი გაუქმება. პროგრამის მთავარი მამოძრავებელი მიზანია, რომ მოსალოდნელი ვანდალიზმის მიეხედავად, ვიკიპედიის გვერდები ღია დარჩეს ყველა მომხმარებლისათვის, რათა მათ დაუბრკოლებლად მიიღონ მონაწილეობა თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში, თუმცა, ამავდროულად, შემმოწმებელ-გამაუქმებლებს გაუმარტივდეთ გარკვეული პიროვნებების მიერ განხორციელებული ვანდალურ რედაქტირებებთან ბრძოლა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- {{მომხმარებლის თარგი/Huggle}} — მომხმარებლის თარგი Huggle-ის მომხმარებელთათვის