ვოუქი
ვოუქი (ინგლ. woke) — სლენგი ამერიკულ ინგლისურში, რომელიც აღნიშნავს მნიშვნელოვან ფაქტებსა და პრობლემებში, განსაკუთრებით რასობრივ და სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში გაცნობიერებულ და მათზე ყურადღების მიმპყრობ ადამიანს.[1] ტერმინი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით ნიშნავს „მღვიძარს“, რაც გამოხატავს მაღალი დონის აქტივიზმს და ინფორმირებულობას ლიბერალური სოციალური საკითხების მიმართ.[2] მემარცხენეები და ლიბერალები ტერმინს იყენებენ მემარჯვენეებისა და კონსერვატორების „არაინფორმირებულობაზე“ ან „გაუნათლებლობაზე“ მისათითებლად,[2] ხოლო კონსერვატორები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამგვარ შეფასებას, ტერმინს იყენებენ დამცინავი და დამამცირებელი მნიშვნელობით მათი ოპონენტების მიმართ.[3][4][5]
ტერმინი
რედაქტირებატერმინი წარმოიშვა აფროამერიკულ ინგლისურში (AAVE)[6]. ადამიანები, რომლებიც თავს „ვოუქებად“ აიდენტიფიცირებენ, გულისხმობენ თავიანთი შეფასებით „ბრძოლას სოციალური სამართლიანობისათვის“, რაც უკავშირდება ისეთ ცნებებს, როგორიცაა: სექსიზმი, რასიზმი, ლგბტ უფლებები, გენდერული იდენტობის საკითხები, თეთრკანიანთა პრივილეგიები და მონობის რეპარაციები.
2010-იანი წლებიდან მოყოლებული, მემარჯვენე კონსერვატორები ტერმინს ხშირად იყენებენ „ვოუქ იდეოლოგიის“ მიმდევრების დასახასიათებლად შეურაცხყოფითი და დამამცირებელი მიზნით. 2020-იან წლებში ტერმინს ირონიულად იყენებენ ასევე ცენტრისტები იმ მემარცხენე მოძრაობების დასახასიათებლად, რომლებიც აღიქმება როგორც გადაჭარბებული, ზედმეტად ემოციური, თეატრალური ან არაგულწრფელი.
აშშ
რედაქტირებავოუქი ამერიკული მემარცხენეობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია.
საფრანგეთი
რედაქტირებატერმინი le wokisme (ანუ ვოუქიზმი) აქტიურად გამოიყენება ფრანგულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ფრანგული ვოუქიზმის მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი მას ამერიკულ იმპორტად მიიჩნევს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და შეუთავსებელია ფრანგულ ღირებულებებთან. მაშინდელმა განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ დააარსა „ვოუქიზმის საწინააღმდეგო ანალიტიკური ცენტრი“.[7][8] ხშირად გამოიყენება დამამცირებელ ტერმინად.[9]
აზია
რედაქტირებაინდოეთში ეს ტერმინი გამოიყენება როგორც დამამცირებელი დახასიათება ინდუ ნაციონალისტების მიერ მათი კრიტიკოსების მიმართ. ვოუქის მიმდევრები განიხილებიან ინდუ კულტურის მტრებად.[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Woke. Merriam-Webster Dictionary. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2024
- ↑ 2.0 2.1 https://www.thecrimson.com/article/2018/4/6/dolgin-why-im-not-woke/ Why I’m Not Woke, Romy Dolgin, The Harvard Crimson
- ↑ აია რომანო, A history of “wokeness”, Vox, 9 ოქტომბერი 2020
- ↑ ალან სმიტი, Republicans are crusading against 'woke', NBC News, 2 მაისი 2021
- ↑ ჯონ მაკვორტერი, How Woke became an insult, The New York Times, 17 აგვისტო 2021
- ↑ Paul Finkelman (2009) Encyclopedia of African American History, 1896 to the Present: O-T, გვ. 132, ISBN 9780195167795
- ↑ Schofield, Hugh (2021-12-13). „France resists US challenge to its values“. BBC News. ციტირების თარიღი: 2022-10-21.
- ↑ Calcutt, Clea. (2022-05-30) France's culture wars reignited after Macron appoints 'woke' minister. ციტირების თარიღი: 2022-10-21
- ↑ Policar, Alain, "De woke au wokisme : anatomie d'un anathème", Raison présente, 2022/1 (N° 221), pp. 115–118. 10.3917/rpre.221.0115; Read Online
- ↑ „Cultural Marxists, woke using media, spoiling country's education and culture: Mohan Bhagwat“. Press Trust of India. October 25, 2023. ციტირების თარიღი: October 27, 2023.