ვოლგოგრადის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარი
ვოლგოგრადის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარი (რუს. Собо́р Каза́нской ико́ны Бо́жией Ма́тери) — მართლმადიდებლური ეკლესია ვოგოგრადში. ეკლესია აგებულია 1897-1899 წლებში. ვოლგოგრადის ეპარქიის საკათედრო ტაძარი.
ვოლგოგრადის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 48°41′57″ ჩ. გ. 44°29′02″ ა. გ. / 48.69917° ჩ. გ. 44.48389° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ვოლგოგრადი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ეკლექტიკა |
თარიღდება | XIX საუკუნე |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოგრადის ეპარქიას. 2011 წლიდან ტაძრის წინამძღვარია ვიაჩესლავ ჟებელევი.
ისტორია
რედაქტირებაცარიცინის ეკლესიის ისტორია
რედაქტირებაპირველი ეკლესია ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე ააგეს ცარიცინის ციხესიმაგრის შიგნით, ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში, მაგრამ მას დიდხანს არ უარსებია, როგორც ჩანს, დაიწვა.
1709 წელს დაიღუპა პეტრე დიმიტრიევი, ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელი. მრევლმა ასტრახანის მიტოპოლიტს სამსონს სთხოვა დაიკვნად დაენიშნათ ფიოდორ დმიტრიევი.
იმ ადგილზე სადაც დღეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია მდებარეობს, ადრე იდგა ხის სამლოცველო. თანამედროვეები აღნიშნავენ, რომ სასაფლაო მაშინ არ იყო მოქმედი და შემოღობილიც არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ აქედან ქალაქის კარგი ხედი იშლებოდა.
თანამედროვე ტაძარი
რედაქტირება1894 წელს სარატოვისა და ცარიცინის ეპისკოპოსმა ნიკოლზ ნალიმოვმა დაათვალიერა ადგილი სადაც უნდა აეშენებინათ ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი. ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს 1896 წელს. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა მრევლის ფინანსებით. ყაზანის ეკლესია ააგეს, როგორც სასაფლაოს ეკლესია ქალაქ ცარიცინში. 1899 წლის 23 აგვისტოს ცარიცინისა და სარატოვის ეპისკოპოსმა იოანე კრატიროვმა ეკლესია აკურთხა. ტაძრის აშენებეშაი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა წინამძღვარმა იოანე ნიკოლსკიმ. პროექტის ავტორი უცნობია. 1902 წლიდან ეკლესიაში მოღვაწეობდა ნიკოლაი დოლეცკი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა.
1904 წელს ეკლესიის ძირითად შენობას მიაშენეს სატრაპეზო და სამრეკლო. 1912 წლისათვის ეკლესიი მრევლი შეადგენდა 6306 ადამიანს.
რევოლუციის შემდეგ
რედაქტირებაოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესიიდან დაიტაცეს ფასეულობების დიდი ნაწილი. საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ტაძარი ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა 1936 წლის 28 ნოემბერს. 1937 წლისათვის კი იგი ობნოვლენცების ხელშია.
1937 წელს დააპატიმრეს მღვდელი ალექსანდრე სოკოლოვი, დიაკვანი ტიმოთე აკიმოვი და მამასახლისი ვასილი სოლოუხოვი, მათ მიუსაჯეს მრავალწლიანი პატიმრობა.
საბოლოოდ 1939 წლის 15 დეკემბერს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია დახურეს და იგი გადააკეთეს პურის ქარხნად.
სტალინგრადის ბრძოლა
რედაქტირებასტალინგრადის ბრძოლის დროს ეკლესია ძლიერ დაზიანდა. გენერალ-ლეიტენანტი ა. ვორონინი წერა, რომ სტალინგრადის დროებითი მბრძანებლის, ფაშისტ ლენინგის ბრძანებით, გერმანიის გამარჯვების პატივსაცემად საშობაო ტაძარში ლოცვა გაიმართა, ლოცვაზე მხოლოდ გერმანელები იმყოფებოდნენ.
ტაძარი ოფიციალურად გაიხსნა 1945 წლის 27 ივლისს, ხოლო ღვთისმსახურება აღსდგა ამავე წლის 10 სექტემბერს.
ტაძრის აღდგენა
რედაქტირება1946 წელს ეკლესია მორწმუნეებს გადაეცათ. არქიტექტორ ვასილი სიმბირცევის ხელმძღვანელობით აღადგინეს და 1948 წელს აკურთხეს ტაძარი. რეკონსტრუქციის პერიოდში შენობას მაქსიმალურად შეუნარჩუნეს თავდაპირველი სახე. შემდეგი წლების განმავლობაში ეკლესია გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ.
1950-იანი წლების დასაწყისში ტაძარი მოხატეს. 1954 წელს პატრიარქ ალექსის ბრძანებით ეკლესია საკათედრო ტაძარი გახდა. მას ეწოდა სასწაულმოქმედი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელი[1]. 1955 წელს საკათედრო ტაძრის წინამძღვარი იყო სერგეი სოლოვევი.
2010 წელს ვოლგოგრადისა და კამიშინის მიტროპოლიტმა საზოგადოებას მიმართა დახმარებოდა ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციაში. წარიმართა ტაძრის რესტავრაცია, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში. შენობამ მიიღო ის სახე, რაც მას ჰქონდა რვოლუციამდე. სარემონტო სამუშაოების პერიოდში ტაძარი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. რესტავრაცია დასრულდა 2011 წელს.
არქიტექტურა
რედაქტირებატაძრის გეგმა ტრადიციულია: მას ჯვრის ფორმა აქვს, აგებულია ტრადიციული ნოვგოროდის სკოლის მიხედვით. შენობა აგურისგანაა აგებული. შენობა აგებულია ფსევდორუსულ არქიტექტურულ სტილში. როგორც აღნიშნავენ ხელოვნებათმცოდნეები, ტაძრის დეკორების ელემენტები სტილიზებულია ძველრუსულ ფორმებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Казанский Кафедральный собор. Волгоград Православный (2011-01-13). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2012-06-13.
- Волгоград. Кафедральный собор Казанской иконы Божией Матери // Народный каталог православной архитектуры
- Слово архиепископа Филиппа в день его 30-летнего епископского служения დაარქივებული 2008-06-11 საიტზე Wayback Machine.
- Официальный сайт Кафедрального собора Казанской иконы Божией Матери. Волгоград.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Казанский собор. Памятники и достопримечательности Волгограда. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-30. ციტირების თარიღი: 2010-06-29.