ვოისლავ შეშელი
ვოისლავ შეშელი (სერბ. Војислав Шешељ; დ. 11 ოქტომბერი, 1954, სარაევო, იუგოსლავია) — სერბი ნაციონალისტი პოლიტიკოსი. რადიკალური პარტიის ლიდერი. ოთხჯერ იყო სერბეთის პრეზიდენტობის კანდიდატი. სერბეთის ვიცე-პრეზიდენტი (1998-2000 წწ.). ქალაქ ზემუნის მერი (1996-1998 წწ.). იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.
ვოისლავ შეშელი | |
სერბეთის ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1998 – 2000 | |
პრეზიდენტი | მილან მილუტინოვიჩი |
დაბადებული | 11 ოქტომბერი, 1954 სარაევო, იუგოსლავია |
პოლიტიკური პარტია | სერბეთის რადიკალური პარტია |
მამა | ნიკოლაი |
დედა | დანიცა |
მეუღლე | იადრანკა პავლოვიჩი |
შვილები | ალექსანდრე, მიხეილი, ვლადიმირი |
განათლება | სარაევოს უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
ხელმოწერა |
11 წლის განმავლობაში იმყოფებოდა წინასწარი დაკავების კამერაში ჰააგაში, რადგან ადანაშაულებდა საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე. 2014 წლის 12 ივნისს შეშელი გაათავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და დაბრუნდა ბელგრადში.