ნატალია ვოდიანოვა

(გადამისამართდა გვერდიდან ვოდიანოვა, ნატალია)

ნატალია ვოდიანოვა (რუს. Наталья Водянова; 28 თებერვალი 1982, გორკი) — რუსი ტოპ-მოდელი და მეცენატი.

ნატალია ვოდიანოვა
Наталья Водянова
ნატალია ვოდიანოვა
ნატალია ვოდიანოვა
დაბ. თარიღი 28 თებერვალი, 1982 (1982-02-28) (42 წლის)
დაბ. ადგილი გორკი, რსფსრ, სსრკ
სიმაღლე 176 სმ
წონა 56 კგ
მკერდი 86,5 სმ
წელი 61 სმ
თეძო 86,5 სმ
თმის ფერი ქერა
თვალები ცისფერი
ეროვნება რუსეთის დროშა რუსეთი

15 წლის ასაკში ჩაირიცხა ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოშო, სადაც ურჩიეს ინგლისურის სწავლა. 17 წლის ასაკში „Viva Model Management“-ის მიწვევით პარიზში გაემგზავრა. მუშაობდა არაერთი მოდის სახლის პოდიუმზე (Yves Saint Laurent, Gucci, Calvin Klein, Valentino). გამოჩნდა მაღალი მოდის ჟურნალთა ყდებზე, მათ შორის იყო: „Vogue“, „Harper's Bazaar“, „Marie Claire“, „ELLE“. არის „L’Oreal Paris“-ის კომეტიკის „სახე“, აგრეთვე ხშირად რეკლამირებდა ასეთ ბრენდებს, როგორებიცაა Louis Vuitton, David Yurman, Marc Jacobs, Miss Sixty, Pepe Jeans, Diane von Fürstenberg, Chanel, Gucci, Guerlain. გადაიღეს პირელის კალენდრისთვის. 2003 წელს გახდა Calvin Klein-ის ოფიციალური „სახე და ტანი“. 2009 წელს ანდრეი მალახოვთან ერთად იყო მოსკოვში ჩატარებული ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალის წამყვანი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება