ვლადიმერ უზნაძე (დ. 24 მაისი, 1938, თბილისი) — ქართველი მოცეკვავე და ჟურნალისტი.

ვლადიმერ უზნაძე
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1938 (1938-05-24) (86 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1966 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჟურნალისტიკა).

ქართული ხალხური ცეკვები შეისწავლა ჯერ მ. რაქვიაშვილთან, შემდეგ თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში რ. ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით; 1957 წლიდან ი.სუხიშვილისა და ნ.რამიშვილის მიწვევით გახდა საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის სოლისტი; განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ცეკვამ „ქართული“, რომელსაც ნ. რამიშვილთან ერთად ასრულებდა; 1962–1970 წლებში იყო „საქინფორმისა“ და გაზეთ „კომუნისტის“ სპეც კორესპონდენტი საზღვარგარეთ; ღვაწლი მიუძღვის „სუხიშვილების“ ანსამბლის ისტორიის შექმნაში; შექმნა ანსამბლის საგასტროლო ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტომატიანე; 1972–1974 წლებში მუშაობდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირში; 1974–1988 წლებში საქართველოს უმაღლესი და სპეციალური განათლების სამინისტროში; 1988–1989 წლებში სახალხო განათლების სამინისტროში; 1989–2001 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროში; 2001 წლიდან არის საქართველოს ქორეოგრაფიულ მიოღვაწეთა საერთო–ეროვნული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 2004 წლიდან თავმჯდომარე, პარალელურად საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე; ავტორია მრავალი პუბლიკაციის, რეპორტაჟის, მხატვრულ–დოკუმენტური ნოველის, ბროშურის; გადაღებული აქვს დოკუმენტური ტელეფილფილმი საქართველოს ცეკვის აკადემიური ანსამბლის გასტროლების შესახებ; არაერთი კონკურსისა და ფესტივალის მოთავე და ორგანიზატორია; 2005 წელს დააარსა „ქართული ქორეოგრაფიის დღე“(ყოველწლიურად 11 ივნისი); მონაწილეობდა კინოფილმში „ეთერის სიმღერა“ (1955, აბესალომი, რეჟისორი ს. დოლიძე); გასტროლები: მსოფლიოს 65 ქვეყანა ანსამბლთან ერთად.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2018 — თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 — ღირსების ორდენი
  • 1966 — საქართველოს დამსახურებული არტისტი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 454;
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2000, გვ. 450

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება