ვლადიმერ ნემსიწვერიძე
ვლადიმერ ნემსიწვერიძე (დ. 7 იანვარი, 1951, ტვიში) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1974 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმოების ტექნოლოგიის სპეციალობით.
1974-1975 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1976-1978 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ „საქსპეცმშენი“-ს უფროსი ინჟინერი. 1978-1982 წლებში იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის მოპირკეთების სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი. 1982-1984 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული სამშენებლო სამმართველო „ინჟმშენის“ სამუშაოთა მწარმოებელი. 1984-1986 წლებში ამავე საქალაქო საბჭოს აღმასკომის საწარმოო ტრესტ „წყალკანალის“ უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი (უბნის უფროსი). 1985-1987 წლებში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დაქვემდებარებაში არსებული №1 საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის მთავარ ინჟინრად. 1987-1993 წლებში იყო ამავე ტრესტის მმართველი. 1993-1996 წლებში სამუშაოდ გადავიდა მოსკოვში, №6 სამშენებლო ტრესტის №125 სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად). 1996-2006 წლებში იყო სამშენებლო ფირმა „ვიტმა- რემსერვისის“ მთავარი ინჟინერი. 2006-2016 წლებში მუშაობდა სამშენებლო ფირმა „მინსკაია-2“-ის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად). საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2012 წლიდან მუშაობს შპს „ბკ კაპიტალსა“ და შპს „ბკ კონსტრაქშენში“ უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად). მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 210-211