ველოდი მირცხულავა
ველოდი (ვლადიმერ) მირცხულავა (დ. 28 დეკემბერი, 1934, სოფ. პირველი ხორგა, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 14 სექტემბერი, 2023) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი.
ველოდი მირცხულავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 დეკემბერი, 1934 |
გარდაცვალების თარიღი | 14 სექტემბერი, 2023 (88 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1964 წლიდან იყო ხობის რაიონის სოფელ პირველი ხორგის კოლმეურნეობის წევრი, 1966-1971 წლებში იყო სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. 1971 წლიდან სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციათა მუშაკი, მოძრავ-მექანიზებული კოლონა „აფხაზნაპირგამაგრების“ განყოფილების უფროსი.
1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
ვიდეო
რედაქტირებასაზოგადოების დიდმა ნაწილმა ველოდი მირცხულავა 2000-იანი წლების დასაწყისში გადაღებული ვირუსული ვიდეოთი გაიცნო. ცნობილ ვიდეოში, ქვეყნის იმდროინდელი მდგომარეობით შეწუხებული ველოდი მირცხულავა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს აგინებს.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვლადიმერ მირცხულავა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
- მირცხულავა ველოდი — ბიბლიოვიკი