ვლადიმერ ლაღიძე
ვლადიმერ (ლადო) ლაღიძე (დ. 1898, აშხაბადი — გ. 1960, დიდი ბრიტანეთი) — ქართველი სამხედრო პირი, პოლონეთისა და ინგლისის არმიების ოფიცერი.
ვლადიმერ ლაღიძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1898 |
დაბადების ადგილი | აშხაბადი |
გარდაცვალების თარიღი | 1960 |
გარდაცვალების ადგილი | დიდი ბრიტანეთი |
ჯარის სახეობა | არტილერია |
წოდება | მაიორი (პოლონეთი) |
ბრძოლები/ომები | მეორე მსოფლიო ომი |
ჯილდოები | ვირტუტი მილიტარი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავლადიმერ ლაღიძე დაიბადა 1898 წელს, აშხაბადში. იყო საქართველოს არმიის იუნკერი. 1921 წელს სხვა იუნკრებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა პოლონეთში. ვარშავის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გახდა პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცერი. 1924 წელს ჩაირიცხა პოლონეთის არმიაში არტილერიის ლეიტენანტად და განვლო გზა არტილერიის მაიორობამდე. მონაწილეობდა 1939 წლის ბრძოლებში. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ იყო ერთ–ერთი საარტილერიო ათასეულის მეთაური. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. იყო პოლონეთის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე გენერალ ვლადისლავ ანდერსის ადიუტანტი. ომის დამთავრების შემდეგ ემიგრაციაში დიდ ბრიტანეთში დარჩა, სადაც გარდაიცვალა 1960 წელს. 1976 წელს მისი ნეშთი პარიზთან ახლოს გადაასვენეს.
დაჯილდოებული იყო პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი — „ვირტუტი მილიტარის" ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ურუშაძე ლ., ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია. თბ., 2005. – გვ. 27–28.
- ყოლბაია დ., რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939. ვარშავა, 2019. – გვ. 223.