ვლადიმერ ზამბახიძე
ვლადიმერ ნიკიფორეს ძე ზამბახიძე (დ. 29 ოქტომბერი, 1902, ფოთი — გ. 17 ივნისი, 1974, თბილისი) — ქართველი მწერალი, კრიტიკოსი, მეცნიერი.
ვლადიმერ ზამბახიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 ოქტომბერი, 1902 |
დაბადების ადგილი | ფოთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 17 ივნისი, 1974 (71 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი, კრიტიკოსი და მეცნიერი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჭაბუკობიდანვე ჩაება შრომით საქმიანობაში. 1923 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო გაზეთ „საბჭოთა მასწავლებლის“ რედაქციაში, მისმა მეცნიერულმა და შემოქმედებითმა ინტერესებმა იგი აქცია ქართული პედაგოგიური აზროვნებისა და XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარად. 1963 წლიდან ვლ. ზამბახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის კათედრის პროფესორია. მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია „ილია ნაკაშიძე“, „ლიტერატურული წერილები“, „დიდი სამოციანელი“, „ნიკო ნიკოლაძის პედაგოგიური იდეები“. საერთოდ მან განსაკუთრებული ამაგიდასდო ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობისა და მემკვიდრეობის კვლევას. იგი იყო მის თხზულებათა მრავალტომეულის რედაქტორიც. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 155, თბ., 1994