ვლადიმერ ვეკუას ქუჩა
ვლადიმერ (ვოვა) ვეკუას ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (ორბელიანთუბანი); ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან გიორგი ათონელის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე რუსის ქუჩა ერქვა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. ვლადიმერ ვეკუას სახელი ეწოდა 1991 წელს. ქუჩაზე დგას „პირიმზის“ შენობა (1971, არქიტექტორი თომა ფოცხიშვილი). შემონახულია XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.
ვლადიმერ ვეკუას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | ორბელიანთუბანი |
წინა სახელები | რუსის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 77, ISBN 978-99928-20-35-3.