ვლადიმერ გაფრინდაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვლადიმერ გაფრინდაშვილი (დაიბადა. 14 აგვისტოს, 1946, ჭიათურა, საქართველო) არის ქართველი ინჟინერი, ქვეყნის გაზის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის, მიღებული აქვს სახელმწიფო და დარგობრივი ჯილდოები,[1] . [2] [3]

ვლადიმერ გაფრინდაშვილი
ვლადიმერ გაფრინდაშვილი 2024 წ
Vladimer Gaprindashvili 2009
ვლადიმერ გაფრინდაშვილი 2009 წ

ვლადიმერ გაფრინდაშვილმა 1971 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მისი კარიერა დაიწყო 1973 წელს საქართველოს გაზიფიკაციის მთავარი კომიტეტის "თბილგაზის" სამმართველოს გაზის ქსელებისა და მარეგულირებელი სადგურების კანტორის ინჟინტის თანამდებობაზე; 1978 წელს გადავიდა „საქტრანსგაზმრეწვში“, საკომპრესორო სადგურების საწარმოო განყოფილების უფროსად; 1982-1985წწ.მივლინებულ იქნა, კუბის სახალხო რესპუბლიკაში,სადაც მუშაობდა სხვადასვა თანამდებობებზე;

1985 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან მუშაობა განაგრძო "საქტრანსგაზმრეწვი"-ში, საკომპრესორო სადგურების საწარმოო განყოფილების უფროსად; 1993 წელს დაინიშნა ამავე კომპანიის ,  ენერგო-მექანიკური განყოფილების უფროსად; 1998 წელს სტაჟირებით მივლინებული იყო საფრანგეთში "გაზ დე ფრანს"-ში სადაც გაიარა პროფესიული ტრენინგი თანამშრომლობდა ევროკავშირის TACIS-ის პროგრამაში [1]

1999 წელს გაფრინდაშვილი დააწინაურეს. იგი დაინიშნა „საქტრანსგაზმრეწვის“ საგურამოს მაგისტრალური გაზსადენების საგურამოს სახაზო-საწარმოო სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2000 წელს საგურამოს საბაზო-საექსპლუატაციო ფილიალის მთავარი ინჟინერად და 2004 წელს დაინიშნა ამავე ფილიალის დირექტორად. [1]

2005 წელს დაინიშნა შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია",  მაგისტრალური გაზსადენებისა და გაზგამანწილებელი სადგურების ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსად;. 2008 წლიდან მუშაობს შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში" საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მაგისტრალური გაზსადენების და გაზგამანაწილებელი სადგურების ექსპლუატაციის სამსახურის უფროსად.[4]. [5]

ვლადიმერ გაფრინდაშვილს მიღებული აქვს რამდენიმე სახელმწიფო [3] და დარგობრივი ჯილდო, მათ შორის , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესტიჟული წოდება "საქართველოს გაზის ინდუსტრიის დამსახურებული მუშაკი". [6]

  1. 1.0 1.1 1.2 Georgian Power Engineers: Encyclopedia. Georgian Power Engineers: Encyclopedia - Vladimir Gaprindashvili. ციტირების თარიღი: 2024-08-15 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name ":0" defined multiple times with different content; $2
  2. of Energy, Georgian Academy. Encyclopedia - Georgian Power Engineers. 
  3. 3.0 3.1 MINISTRY OF ECONOMY AND SUSTAINABLE DEVELOPMENT OF GEORGIA. (2023-09-10) Romeo Mikautadze Congratulated Energy Sector Employees on Professional Day. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name ":1" defined multiple times with different content; $2
  4. USAID -, Georgian Oil and Gas Corporation. Ten-year development plan of Georgia´s Natural gas transmission network. Ten-year development plan 2021-2030.
  5. USAID -, Georgian Oil and Gas Corporation. Ten-year development plan of Georgia´s Natural gas transmission network. Ten-year development plan 2021-2030.
  6. "September 10 is the day of the energy worker". September 10, 2023. ციტირების თარიღი: 2024-08-14.

[1]Biographical entry on the National Parliamentary Library of Georgia - "The Biographical Dictionary of Georgia"

http://www.nplg.gov.ge/bios/en/00018518/