ვლადიმერ გაგლოევი

ვლადიმერ გაგლოევი (ოს. Гаглойты Владимир; დ. 26 დეკემბერი, 1927, სოფ. დოდოთი— გ. 12 თებერვალი, 1996, მოსკოვი) — ოსი მწერალი, პროზაიკოსი, დრამატურგი და პუბლიცისტი. გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტის კურსდამთავრებული. მოღვაწეობდა ცხინვალში.

ვლადიმერ გაგლოევი
ოს. Гаглойты Владимир
დაბადების თარიღი 26 დეკემბერი, 1928(1928-12-26)[1]
დაბადების ადგილი დოდოთი
გარდაცვალების თარიღი 12 თებერვალი, 1996(1996-02-12) (67 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ცხინვალი
საქმიანობა მწერალი და ჟურნალისტი
ენა ოსური ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი

1968–1976 წლებში მუშაობდა ჟურნალი „ფიდიუაგ“-ის მთავარ რედაქტორად. ოსურ ენაზე თარგმნა რუსული ლიტერატურული თხზულებები და პიესები სამხრეთ-ოსეთის დრამატული თეატრისთვის.