ვლადიმერ ბაქრაძე
ვლადიმერ ბაქრაძე — პოლიტიკური მოღვაწე (სოციალ–დემოკრატი) და ლიტერატურის კრიტიკოსი.
ვლადიმერ (ლადო) ბაქრაძე 1884 წ. დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლა ჯერ ოდესის, შემდეგ ჟენევის უნივერსიტეტში განაგრძო. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ის ცოტა ხნით ჟენევიდან სამშობლოში დაბრუნდა და თანამშრომლობდა ქართულ სოციალ–დემოკრატიულ პრესაში, სადაც აქვეყნებდა პოლიტიკური ხასიათის წერილებს. უმთავრესად კი ცნობილი იყო როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი.
პირველი მსოფლიო ომის დროს ლადო ბაქრაძე ბაქოში ცხოვრობდა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა, ორი წელი ქართულ კოლონიას თავმჯდომარეობდა და ქართველებისა და კავკასიის ერთა ურთიერთობების შესახებ წერილბს აქვეყნებდა ქართული ჟურნალში „წყარო“ (გამოდიოდა ბაქოში) და აზერბაჯანულ გაზეთში „კასპიი“.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ვლადიმერ ბაქრაძე შედიოდა პოლონეთის ქართულ მისიაში და იღწვოდა ქვეყნის ოფიციალური ცნობისათვის ნიადაგის მოსამზადებლად, ქართველი და პოლონელი ხალხების უფრო მეტად დასაახლოებლად. ამ დელეგაციაში მას მთავარი ადგილი ეჭირა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უწევდა.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვლადიმერ ბაქრაძე ემიგრაციაშია, ცხოვრობდა ოდენკურ-სოშოში. 1921-1923 წლებში იგი იყო ბერლინში არსებული ქართული დელეგაციის მრჩეველი.[1] დიდხანს იყო ადგილობრივ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე. მისი ძალისხმევით მოეწყო იქ ქართული კერა საკუთარი მიწით და შენობით, რომელსიც მოთავსებული იყო ქართული სასადილო და მშვენიერი ბიბლიოთეკა (მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა), სადაც ხშირად კითხულობდნენ ლექციებს.
ლადო ბაქრაძის პირადი ცხოვრება და დაკრძალვის ადგილი უცნობია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მამულია გ., სეფიაშვილი ნ., „თეთრი გიორგი“-ს იდეოლოგიურ-ორგანიზაციულ საწყისებთან: დოკუმენტები და მასალები პირადი არქივებიდან, თბ.: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2024, გვ. 77.