ვლადიმერ ასათიანი (ბიოქიმიკოსი)

ქართველი ბიოქიმიკოსი

ვლადიმერ სამსონის ძე ასათიანი (დ. 23 სექტემბერი [ ძვ. სტ. 10 სექტემბერი], 1901, ქ. ფერღანა, ახლანდელი უზბეკეთი ― გ. 9 მარტი, 1972, თბილისი), ქართველი ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1931), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1955), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960).

ვლადიმერ ასათიანი
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1901(1901-09-23) ან 1901[1]
დაბ. ადგილი ფერღანა
გარდ. თარიღი 9 მარტი, 1972(1972-03-09) ან 1972[1]
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ბიოქიმიკოსი[1]
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ლენინის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და პეტრე მელიქიშვილის პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1923 წელს დაამთავრა პერუჯის (იტალია) სამეფო უმაღლესი ექსპერიმენტული აგროქიმიის ინსტიტუტი. 1923-1926 წლებში მუშაობდა პარიზის, სტრასბურგის, შარლოტენბურგის უნივერსიტეტებში. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ორგანული და ფიზიოლოგიური ქიმიის კათედრაზეა. 1948 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ორგანული და სასამართლო ქიმიის კათედრის გამგეა, 1931 - 1933 წლებში ანასეულის ჩაის მეურნეობის სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დირექტორის მოადგილე, 1937 - 1939 წლებში ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1964 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიურის ინსტიტუტის დირექტორი.

ასათიანის ძირითადი შრომებია (რუსულ ენაზე): "ბიოქიმიური ფოტომეტრია" (1957), "ბიოქიმიური ფოტომეტრიის ახალი მეთოდები" (1965), "ანალიზის ფერმენტული მეთოდები" (1969; პ. მელიქიშვილის სახელობის პრემია, 1971), "ჩვენი ორგანიზმის ქიმია" (1969, საკავშირო პრემია, 1970), "შეცდომები ნივთიერებათა ცვლაში" (1972) და სხვა.

მთის კლიმატის ბიოქიმიის, ბიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიისა და ბიოქიმიის ფარმაკოლოგიური ფუძემდებელია საქართველოში. ასათიანი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და ღავმჯდომარე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიური კომიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფერმენტების კომისიის თავმჯდომარე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისა და დიდი სამედიცინო ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით. ცოლად ჰყავდა (1928 წლიდან) ექიმ ილია გოპაძის ქალიშვილი ქეთევანი. მისი შვილი იყო ფიზიოლოგი არჩილ ასათიანი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Czech National Authority Database