ვლადიმერ აგლაძე
ვლადიმერ დიმიტრის ძე აგლაძე (დ. 1879, სოფელი მუხლი, ახლანდელი ამბროლაურის რაიონი ― გ. 1959, თბილისი) — ქვის მხატვრულად დამუშავების ქართველი ოსტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა თბილისში იტალიელ ოსტატ ანდრეოლეტის სახელოსნოში. 1906 დააარსა ქვაზე მომუშავეთა პროფესიული ორგანიზაცია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა მშენებელთა კავშირის თავმჯდომარედ, სააქციო სამშენებლო საზოგადოების თავმჯდომარედ და სხვა. მონაწილეობდა თბილისში საქართველოს მთავრობის სახლის, ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის, ქალაქის ვაგზლის, "საქნახშირის" ადმინისტრაციული სახლის, მეტეხის ახალი ხიდის და სხვა მხატვრულ გაფორმებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება (1801–1917), ტ. 2, თბ., 1963
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 58.