ვიქტორ ემბროსი (ინგლ. Victor Ambros; დ. 1 დეკემბერი, 1953, ჰანოვერი, ნიუ-ჰემფშირი, აშშ) — ამერიკელი ბიოლოგი, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატი (გერი რავკანთან ერთად, 2024).

ვიქტორ ემბროსი
დაბ. თარიღი 1 დეკემბერი, 1953(1953-12-01) (71 წლის)
დაბ. ადგილი Hanover
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა გენეტიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ჰარვარდის უნივერსიტეტი[1] , University of Massachusetts Medical School[2] , დარტმუთის კოლეჯი[3] , Worcester Foundation for Biomedical Research[4] , Geisel School of Medicine[5] და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[6]
ალმა-მატერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი[2] და Woodstock Union High School
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე Rosalind Lee[7]
ჯილდოები ალბერტ ლასკერის პრემია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებისათვის[8] , Breakthrough Prize in Life Sciences[9] [10] , ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, ვოლფის პრემია მედიცინაში[11] , გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, ლუიზა გროს ჰორვიცის პრემია[12] , მასრაის პრემია, დიქსონის პრემია მედიცინაში, Gruber Prize in Genetics, March of Dimes Prize in Developmental Biology, როზენშტილის პრემია, კეიოს სამედიცინო სამეცნიერო პრემია[13] , Genetics Society of America Medal, დოქტორ პოლ იანსენის პრემია ბიომედიცინის კვლევისთვის[14] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[15] , Newcomb Cleveland Prize[16] , Clarivate Citation Laureates[17] და ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[18] [19]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა პოლონელი ემიგრანტის ოჯახში. დაამთავრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი 1975 წელს. იქვე მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ბიოლოგიაში 1978 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (1975-1979), ჰარვარდის უნივერსიტეტში (1985-1992), დარტმუთის კოლეჯში (1992-2001), დარტმუთის სამედიცინო სკოლაში (2001-2007). 2008 წლიდან სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწევა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში. ემბროსის სამეცნიერო მოღვაწეობას ძირითადი მიმართულებებია განვითარების ბიოლოგია და მოლეკულური გენეტიკა. 1993 წელს ემბროსმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს მიკრო-რნმ-ის მოლეკულა — რიბონუკლეინის მჟავის არამაკოდირებელი ფორმა, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს გენების ექსპრესიის პროცესში. 2024 წელს ემბროსმა და ამერიკელმა ბიოლოგმა გერი რავკანმა მიკრო-რნმ-ის შესწავლაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემია მიიღეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  2. 2.0 2.1 https://www.umassmed.edu/ambroslab/LabMembersOnly/principal-investigator/
  3. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  4. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  5. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  6. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  7. https://gruber.yale.edu/recipient/victor-ambros
  8. http://www.laskerfoundation.org/awards/2008basic.htm
  9. https://breakthroughprize.org/Laureates/2
  10. Recipients Of The 2015 Breakthrough Prizes In Fundamental Physics And Life Sciences AnnouncedBreakthrough Prize in Life Sciences, 2014.
  11. https://wolffund.org.il/2018/12/12/victor-ambros/
  12. https://www.cuimc.columbia.edu/research/louisa-gross-horwitz-prize/horwitz-prize-awardees/2010-2001-awardees
  13. https://www.ms-fund.keio.ac.jp/en/prize/list.html
  14. https://www.pauljanssenaward.com/winners
  15. https://www.aaas.org/news/aaas-honors-accomplished-scientists-2018-elected-fellows
  16. https://dartmed.dartmouth.edu/spring03/html/vs_geneticists.shtml
  17. https://clarivate.com/citation-laureates
  18. https://www.nobelprize.org/prizes/medicine/2024/press-release/
  19. https://api.nobelprize.org/2.1/laureate/1035