გერი რავკანი
გერი ბრიუს რავკანი (ინგლ. Gary Bruce Ruvkun; დ. 26 მარტი, 1952) — ამერიკელი მოლეკულური ბიოლოგი, გენეტიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიასა და მედიცინაში (ვიქტორ ემბროსთან ერთად, 2024).
გერი რავკანი | |
---|---|
ინგლ. Gary Ruvkun | |
დაბ. თარიღი | 26 მარტი, 1952 (72 წლის) |
დაბ. ადგილი | ბერკლი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | გენეტიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ჰარვარდის სამედიცინო სკოლა და კალიფორნიის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
მეუღლე | Natasha Staller[1] |
ჯილდოები | ალბერტ ლასკერის პრემია ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევებისათვის[2] , ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, ვოლფის პრემია მედიცინაში[3] , გაირდნერის ფონდის საერთაშორისო პრემია, ლუიზა გროს ჰორვიცის პრემია[4] , Gruber Prize in Genetics, March of Dimes Prize in Developmental Biology, მასრაის პრემია, როზენშტილის პრემია[5] , Breakthrough Prize in Life Sciences[6] [7] , Longevity Prize, Dan David Prize, დოქტორ პოლ იანსენის პრემია ბიომედიცინის კვლევისთვის[8] , Clarivate Citation Laureates[9] , Irving S. Wright Award of Distinction და ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[10] |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ებრაული წარმოშობის ოჯახში. დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი) 1973 წელს. 1982 წელს მიენიჭა ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ბიოფიზიკაში. 1985 წლიდან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა მასაჩუსეტის ზოგადი პროფილის ჰოსპიტალსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში.
1980-იანი წლებიდან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მუშაობისას თანამშრომლობდა ვიქტორ ემბროსთან, რომელმაც 1993 წელს აღმოაჩინა მიკრო-რნმ-ის მოლეკულა — რიბონუკლეინის მჟავის არამაკოდირებელი ფორმა, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს გენების ექსპრესიაში. რავკანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გენების რეგულაციის პროცესში მიკრო-რნმ-ის ფუნქციის გარკვევაში, ასევე გენების დეაქტივაციის უჯრედული მექანიზმის — რნმ-ინტერფერენციის შესწავლაში. ის ასევე ავტორია გამოკვლევებისა დაბერების მოლეკულური მექანიზმების შესახებ. 2024 წელს ემბროსსა და რავკანს მიკრო-რნმ-ის შესწავლაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭათ ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გერი რავკანი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Gary Ruvkun — Nobel Prize Outreach AB 2024.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.amherst.edu/news/magazine/issue-archive/2009summer/staller
- ↑ http://www.laskerfoundation.org/awards/2008basic.htm
- ↑ https://wolffund.org.il/2018/12/12/gary-ruvkun/
- ↑ https://www.cuimc.columbia.edu/research/louisa-gross-horwitz-prize/horwitz-prize-awardees/2010-2001-awardees
- ↑ https://www.brandeis.edu/rosenstiel/rosenstiel-award/past.html
- ↑ https://breakthroughprize.org/Laureates/2
- ↑ Recipients Of The 2015 Breakthrough Prizes In Fundamental Physics And Life Sciences Announced — Breakthrough Prize in Life Sciences, 2014.
- ↑ https://www.pauljanssenaward.com/winners
- ↑ https://clarivate.com/citation-laureates
- ↑ https://www.nobelprize.org/prizes/medicine/2024/press-release/