ვიქტორია მონე მაკკანტსი (ინგლ. Victoria Monét McCants; დ. 1 მაისი, 1989, ატლანტა, ჯორჯია, აშშ)[1] — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. მონემ მუსიკალური მოღვაწეობის დასაწყისში დამოუკიდებლად, მუსიკალური ლეიბლის გარეშე, გამოუშვა მინიონების სერია (EP), რომელშიც შედის მისი საფინალო ნამუშევარი EP Jaguar (2020), რომელმაც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მუსიკოსის სადებიუტო სტუდიური ალბომი, Jaguar II (2023) გახდა მისი პირველი კომერციულად წარმატებული ნამუშევარი. ალბომის სინგლი, „On My Mama“ მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 40-ში და მიიღო წლის ჩანაწერის ნომინაცია გრემის დაჯილდოებაზე. 66-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე მონემ მიიღო შვიდი ნომინაცია და მოიგო ჯილდო 3 კატეგორიაში - საუკეთესო ახალი შემსრულებელი, საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომი და საუკეთესო ინჟინირებული ალბომი არაკლასიკურ კატეგორიაში.[2]

ვიქტორია მონე
ინგლ. Victoria Monét McCants

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ვიქტორია მონე მაკკანტსი
დაბ. თარიღი 1 მაისი, 1989 (1989-05-01) (34 წლის)
დაბ. ადგილი ჯორჯია
წარმოშობა ატლანტა, ჯორჯია, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2010 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი
ვიქტორია მონე ვიკისაწყობში

გარდა საკუთარი ალბომებისა, მონეს დაწერილი აქვს სიმღერები არიანა გრანდესთვის. ის და მონე უკვე ათ წელზე მეტია თანამშრომლობენ, დაწყებული გრანდეს სადებიუტო ალბომით Yours Truly (2013), დასრულებული უკანასკნელი ალბომით Positions (2020). 2019 წელს მონემ მიიღო გრემის ჯილდოს სამი ნომინაცია (მათ შორის წლის ალბომი) გრანდეს მეხუთე სტუდიურ ალბომზე, Thank U, Next, მუშაობისთვის. იმავე წელს გრანდემ და მონემ გამოუშვეს სინგლი „Monopoly“, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სიმღერების ჩარტში ტოპ 40-ში გავიდა.

გარდა არიანა გრანდესა, მონე ასევე თანამშრომლობდა სხვა შემსრულებლებთან, მათ შორის Nas, ტრევის სკოტი, Blackpink, Fifth Harmony, T.I., ლუპე ფიასკო, კრისეტ მიკელე, ბრენდი, კოკო ჯონსი, Chloe x Halle და კრის ბრაუნი. მას მოგებული აქვს ორი Soul Train Music Awards, სამი გრემის ჯილდო და ბილბორდის Rising Star Award.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

მონე დაიბადა ატლანტაში, ჯორჯია 1989 წლის 1 მაისს. ის სწავლობდა კათოლიკურ დაწყებით სკოლაში. სწორედ სკოლაში დაიწყო მან სიმღერა და სცენაზე გამოსვლა. ის ეკლესიაში მღეროდა ახალგაზრდულ გუნდში. ამ დროს მან შექმნა საკუთარი საცეკვაო ჯგუფი.[3] სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო შელდონის საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამაში.[4]

კარიერა რედაქტირება

მონეს მოგზაურობა მუსიკაში დაიწყო ლექსების წერით. საკრამენტოს ხმის ჩამწერ სტუდიაში მიღებული გამოცდილების შემდეგ პროდიუსერმა, როდნი ჯერკინსმა მონეს ახალი გოგონების ჯგუფის წევრობა შესთავაზა. ჯგუფმა, სახელად Purple Reign ხელი მოაწერა კონტრაქტს Motown-თან.[5][6] მიუხედავად ამისა, ჯგუფს არცერთი ნამუშევარი გამოუშვია. ამის შემდეგ, მონემ ფულის გამომუშავების მიზნით სიმღერების წერა დაიწყო. ის მუშაობდა სიმღერებზე Diddy Dirty Money-ის ალბომისთვის.[7]

მიუხედავად იმისა, რომ მონემ Atlantic Records-სთან გააფორმა ჩანაწერი, ის ძირითადად დაკავებული იყო სხვა შემსრულებლებისთვის მუსიკის წერით.[8] მან მალევე გამოუშვა თავისი პირველი EP, „Nightmares & Lullabies: Act 1" და "Nightmares & Lullabies - Act 2". მოგვიანებით არიანა გრანდესთან ერთად დაწერა სიმღერა „Better Days".[9]

 
მონე 2017 წელს

იგი გაემგზავრა გასტროლებზე Fifth Harmony-თან და არიანა გრანდესთან ერთად. 2019 წლის 1 აპრილს მონემ და არიანა გრანდემ გამოუშვეს სინგლი „Monopoly".[10] მალევე მუსიკოსმა გამოუშვა სერიალი „Life After Love" და სინგლები. ამას მოჰყვა სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „Jaguar". მონემ გამოუშვა ახალი სიმღერები, როგორიცაა „F.U.C.K." და „Coastin“.

2022 წლის ივნისში მონემ შეასრულა „Coastin" 22-ე BET Awards-ზე და გამოაცხადა, რომ მუშაობდა ახალ პროექტზე, სახელწოდებით Jaguar II.[11] 2023 წლის 24 მარტს მონემ გამოუშვა სიმღერა „Smoke". ამას მოჰყვა სინგლები „Party Girls" და „On My Mama". „On My Mama“ მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 40-ში და მიიღო წლის ჩანაწერის ნომინაცია გრემის დაჯილდოებაზე. 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე მონემ მიიღო შვიდი ნომინაცია და მოიგო ჯილდო 3 კატეგორიაში, მათ შორის საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო.[2]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

2020 წლის დეკემბერში მუსიკოსმა განაცხადა, რომ ორსულად იყო პირველ შვილზე.[12] 2021 წლის 21 თებერვალს მონემ გააჩინა ქალიშვილი ჰეზელ მონე.[13] ჰეიზელი გახდა გრემის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი ისტორიაში. მისი სიცილი გამოყენებული იყო სიმღერაში „Hollywood", რომელიც ნომინირებული იყო საუკეთესო ტრადიციული რიტმ-ენდ-ბლუზ შესრულების კატეგორიაში 66-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე.[14]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Starling, Lakin. (2020-05-08) Victoria Monét Is Ready to Be a Solo Star. ციტირების თარიღი: 2024-01-21
  2. 2.0 2.1 2024 GRAMMY Nominations: See The Full Nominees List | GRAMMY.com. ციტირების თარიღი: 2023-11-10
  3. Victoria Monet. ციტირების თარიღი: April 13, 2015
  4. Tonsall, Sonseeahray (February 9, 2018). „Victoria Monet Celebrates Dance with Sheldon High School Students“. Fox 40. ციტირების თარიღი: July 19, 2021.
  5. „Profile: Victoria Monet“. Soul Train. December 12, 2014.
  6. „Victoria Monét on her 'Friendship-Based' Writing Success With Ariana Grande“. Billboard. 2019-06-13. ციტირების თარიღი: 2020-09-19.
  7. JUSMUSIC, DJ. Atlantic Recording Artist Victoria Monet Drops 'Nightmares & Lullabies' ACT 1 (October 30, 2014). ციტირების თარიღი: April 13, 2015
  8. YKIGS. Interview: Victoria Monét Talks Nightmares & Lullabies Project, Working With Ariana Grande, & Signing With Atlantic Records. ციტირების თარიღი: April 13, 2015
  9. Kreps, Daniel (July 10, 2016). „Victoria Monet, Ariana Grande Respond to Recent Tragedies With 'Better Days'. Rolling Stone.
  10. Zellner, Xander (April 11, 2019). „Victoria Monet Debuts on Emerging Artists Chart, Scores First Hot 100 Hit With Ariana Grande Collab 'Monopoly'. Billboard.
  11. Samuels, Keithan. Victoria Monét Performs 'Coastin" at 2022 BET Awards (June 27, 2022).
  12. Alter, Rebecca. Victoria Monét Is Pregnant With Her First Child and the Announcement Is Art (December 5, 2020). ციტირების თარიღი: December 7, 2020
  13. Monét, Victoria [VictoriaMonet]. Hazel Monét Gaines 2/21/21
    Mommy and Daddy love you so much!!!
    Welcome to the world
    .
    Missing or empty |date= (help)
  14. Grein, Paul (10 November 2023). „Victoria Monet's Daughter Hazel, Age 2, Becomes Youngest Ever Grammy Nominee“. Billboard. ციტირების თარიღი: 12 November 2023.