ვიქტორია ასათიანი
ვიქტორია ასათიანი (დ. 1 იანვარი, 1933, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1957–1960 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1960–1968 წლებში ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კიბოს ექსპერიმენტული ლაბორატორიის მეცნიერ–თანამშრომელი. 1968–1981 წლებში ამავე ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქიმიოთერაპიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1981 წლიდან ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის სწავლული მდივანი. ავტორია 98 სამეცნიერო ნაშრომის, აქვს 4 საავტორო მოწმობა. ექიმი–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
1961 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა: „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის გავლენა გადანერგილი სიმსივნეების ზრდაზე“.
ჯილდოები
რედაქტირება- 1998 - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საპატიო სიგელი
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 21