ვიურცბურგის რეზიდენცია

ვიურცბურგის რეზიდენცია (გერმ. Würzburg Residenz) — ბაროკოს სტილის არქიტექტურული კომპლექსი გერმანიის ქალაქ ვიურცბურგის ცენტრში. აშენებულია 1719 - 1744 წლებში ვიურცბურგის ეპისკოპოსის კარის არქიტექტორის - ბალთაზარ ნეიმანის მიერ. შიდა ინტერიერის დეკორირება 1780 წლამდე გრძელდებოდა, გამოირჩევა ფრესკებით, რომლებიც ვენეციელ მხატვარ ჯოვანი ბატისტა ტიეპოლოს ეკუთვნის. გრანდიოზული ინტერიერი მოიცავს დიდ კიბეებს, დიდ მისაღებსა და სამლოცველოს.

ვიურცბურგის რეზიდენცია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°47′34″ ჩ. გ. 9°51′19″ ა. გ. / 49.79278° ჩ. გ. 9.85528° ა. გ. / 49.79278; 9.85528
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981  (მე-5 სესია)
ნომერი 169
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 169
ინგლ.რუს.ფრ.

სასახლე ევროპული ბაროკოს სტილის ნამდვილი შედევრია და მას ვენის შენბრუნის სასახლისა და ვერსალის გვერდით აყენებენ.

კომპლექსი მნიშვნელოვნად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს. 1981 წელს კი იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება