ვიტენვასერენსტოკი
ვიტენვასერენსტოკი (გერმ. Witenwasserenstock) — მწვერვალი შვეიცარიაში, ვალესა და ურის კანტონების საზღვარზე. ლეპონტის ალპებში. მის სიახლოვეს გაივლის საზღვარი მდინარე რაინის, პოსა და რონის აუზებს შორის.
ვიტენვასერენსტოკი | |
---|---|
კოორდინატები: 46°31′41″ ჩ. გ. 8°28′27″ ა. გ. / 46.52806° ჩ. გ. 8.47417° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3 082 მ |
ქედი | ლეპონტის ალპები |
მწვერვალი აღმართულია გერეტალისა და ვიტენვასერის ხეობებს შორის. მის ძირში გაწოლილია მყინვარები.