ვისენტე მარტინეს რისკო აგუერო (დ. 1 ოქტომბერი, 1884 — გ. 30 აპრილი, 1963) — XX საუკუნის გალისიელი ინტელექტუალი. გალისიური ლიტერატურის და ნაციონალიზმის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენელი.

ვისენტე რისკო
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1884(1884-09-30)[1]
დაბადების ადგილი ორენსე[1]
გარდაცვალების თარიღი 30 აპრილი, 1963(1963-04-30)[1] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ორენსე[1]
დასაფლავებულია ალიარისი
საქმიანობა ინტელექტუალი, მწერალი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი
ენა გალისიური ენა
მოქალაქეობა ესპანეთი
ალმა-მატერი სანტიაგო-დე-კომპოსტელის უნივერსიტეტი
Magnum opus Q20541085?, Q45723446?, Q12395627? და Q61060186?
ჯილდოები ალფონსო X ბრძენის ორდენის დიდი ჯვარი და გალისიური ლიტერატურის დღე[2]
შვილ(ებ)ი Antón Risco და Cruz Risco

ვისენტე დაიბადა შეძლებულ და კულტურულ ოჯახში. ბავშვობიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 1899 წელს დაამთავრა სკოლა. სწავლობდა სამართალს სანტიაგოს უნივერსიტეტში. კავშირი ჰქონდა იმ დროის ინტელექტუალებთან. კითხულობდა ინგლისურ და ფრანგულ ლიტერატურას, რომელმაც მას ოკულტუზიმის და ორიენტალიზმის სამყარო დაანახა. ასევე სწავლობდა ბუდისტურ მიმდინარეობას, რამაც იგი თეოსოფისტური მიმდინარეობის ავტორად აქცია.

1912 წელს გაიცნო და დაუახლოვდა ალფონსო დანიელ როდრიგეს კასტელაოს. 1913 წელს გადავიდა მადრიდში პედაგოგიის სასწავლად. 1917 წელს დააარსა ნაციონალისტური გაზეთი „Nos“. ასევე მხარს უჭერდა მიგელ პრიმო დე რივერას დიქტატურას პირველ წლებში, რადგან ფიქრობდა რომ გალისიისათვის შესაძლოა მეტად უფრო სასარგებლო ყოფილიყო მსგავსი ვითარება. შემდგომ ის ასევე მხარს უჭერდა ფრანსისკო ფრანკოს, რის გამოც ბევრმა მისმა გალისიელმა მეგობარმა იგი მოღალატედ შერაცხა.

გარდაიცვალა 1963 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 https://www.fundacionvicenterisco.com/gfx/Descargas/Exposicions/VicenteRisco_ach.pdf — 1995.
  2. https://academia.gal/letras-galegas/1981/vicente-risco